Home » მთავარი » ქართველნო, შეწყვიტოთ ერთმანეთის შეურაცხყოფა! ეს დიდი ტკივილია!

ქართველნო, შეწყვიტოთ ერთმანეთის შეურაცხყოფა! ეს დიდი ტკივილია!

საქართველოს ქალთა საბჭო საზოგადოებას მიმართავს და სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს:

თანამემამულენო! 
საქართველოს ქალთა საბჭო (1945-2017წწ)მოგიწოდებთ და მოვითხოვთ! დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ ერთმანეთის შეურაცხყოფა ,ნუ არღვევთ ქართულ ზნე-ჩვეულებას და ადათ-წესებს.გაუფრთხილდით ადამიანის ღირებულებებს, რაც ძნელი მოსაპოვებელია.

ქართველნო, შეძელით დაშოშმინება და საკითხის ადამიანური,, მორალის, კულტურის ფარგლებში გადაწყვეტა..ჩვენ დედები შეურაცხყოფილნი ვართ,ეს დიდი ტკივილია!გაითვალისწინეთ!

დაიცავით თბილისელისათვის, ქართველისათვის, დამახასიათებელი ელემენტარული წესრიგი.
დედები ვთვლით, რომ შვილები სათანადოდ ვერ გაგვიზრდია,ჩვენ ვიხდით ბოდიშს,ჯერი თქვენზეა.

გქონდეთ განსხვავებული აზრი და გამოხატულება ,,,ადამიანობის,კულტურის ფარგლებში

აღმასრულებელი საბჭო 

Facebook Comments
x

Check Also

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის ჯარიმები კვლავ ძალაშია

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა აღარ არის და კომენდანტის საათის მოიხსნა, იზოლაციისა და კარანტინის ...