Home » ეკონომიკა » “ქართული ეკონომიკა დღეს არის გამოწვევების ეკონომიკა”

“ქართული ეკონომიკა დღეს არის გამოწვევების ეკონომიკა”

გიორგი გახარია

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი

ჩვენი ეკონომიკის იდეოლოგია გახლავთ თავისუფალი ბაზრის პრინციპი და ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არის ერთადერთი საშუალება ამ ქვეყანაში იყოს ძლიერი კერძო სექტორი. სექტორი, რომელმაც უნდა შექმნას სამუშაო ადგილები, რომელმაც უნდა მიიღოს ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი ეკონომიკის სწრაფ ზრდაში. გამომდინარე აქედან, ჩვენ გვესმის, რომ ამის ფუნდამენტი გახლავთ მაკროეკონომიკური სტაბილურობა, საკუთრების უფლების განუხრელი დაცვა და თავისუფალი, კონკურენტული გარემოს შექმნა. საქართველოს ეკონომიკას, დღეს საკმაოდ მძიმე პირობებში უწევს განვითარება. ჩვენ ყველას გვესმის, რომ გვაქვს ღია და მცირე ეკონომიკა, თუმცა ასევე გვესმის, რომ ჩვენ არ ვართ იმ მდგომაეობაზე, რომ ყველაფერი საგარეო ფაქტორებს დავაბრალოთ. არსებობს გარკვეული შიდა მომენტები, რომელიც აფერხებს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას და ამ გამოწვევებსაც შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს. ქართული ეკონომიკა დღეს არის გამოწვევების ეკონომიკა – ერთი მხრივ აშკარაა, რომ ზრდის პოტენციალი მხოლოდ ნაწილობრივ არის გათვალისწინებული, ხოლო, მეორე მხრივ, არის სერიოზული გამოწვევები რეგიონსა და ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან, რაც ასახვას ჰპოვებს ჩვენს ეკონომიკაში”.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“სავალუტო შავი ბაზრის” წარმოშობა თავიდან უნდა ავიცილოთ

მიხეილ ჯიბუტი ეკონომისტი ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციიის მომსახურება სავალუტო გადამცვლელი პუნქტებსა და ბანკებში, პრინციპში, ტექნიკურად ერთმანეთისაგან ...