Home » მთავარი » “ქართული ოცნების” საბედისწერო 10 დღე

“ქართული ოცნების” საბედისწერო 10 დღე

ჯუმბერ კირვალიძე

პოლიტოლოგი

    -“დიახ, 10 დღეში, 8 სექტემბერს 18 საათზე იწურება ვადა, როდესაც პოლიტიკურმა სუბიექტებმა, რომლებიც მონაწილეობენ 8 ოქტომბერს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში, ცესკო-ში უნდა წარადგინონ საკუთარი პროპორციული {პარტიული} სიები. მოკლედ მოგახსენებთ და ვრცელ ანალიზს მოვერიდები, რადგანაც რთული საპროგნოზო არ არის.

   ჩემი აზრით, დღევანდელი მდგომარეობით, რასაც ვადევნებ თვალს და “რაც არ ჩანს, მაგრამ იგულისხმება”, არჩევნების სამართლიანად ჩატარების შემთხვევაში, “ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს” მიზერული შანსი არა აქვს , რომ არჩევნების მეორე დღეს, როცა პროპორციული და მაჟორიტარული {მეორე ტურის პერსპექტივის გათვალისწინებითაც კი} სიების მაჩვენებლები ერთობლივად დაჯამდება, ახალ პარლამენტში მოიპოვოს უბრალო უმრავლესობა, ანუ 76 დეპუტატის მანდატი! ერთადერთი, რაც “ქართული ოცნების” გამარჯვებას, ანუ ახალი პარლამენტის უმრავლესობის “ოცნების” დეპუტატებით დაკომპლექტებას და მათ მიერ ახალი მთავრობის დამტკიცებას უზრუნველყოფს, გახლავთ, ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობა არჩევნებში,”ქართული ოცნების” პროპორციული სიის პირველ ნომრად! ბიძინა ივანიშვილის მხრიდან,სხვა სახის “აქტიურობები” {რეგიონებში სიარული და მასმედიაში “გამოჩენა”}, დამერწმუნეთ, შედეგს არ მოიტანს, პირიქით, უარყოფითად “გააღიზიანებს” ელექტორატს! ასე რომ, მას მოსაფიქრებლად დარჩა 10 დღე, რომელიც “ქართული ოცნებისათვის” შესაძლებელია საბედისწერო აღმოჩნდეს!!!”

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

რაზე ისაუბრეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და საფრანგეთის თავდაცვის ატაშემ

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს უმასპინძლა. თავდაცვის ...