Home » მთავარი » „ქართული საქმე გაფუჭდა, იუნესკოს შეურაცხყოფა კი ივანიშვილს და მის მთავრობას უნდა მოვკითხოთ!“

„ქართული საქმე გაფუჭდა, იუნესკოს შეურაცხყოფა კი ივანიშვილს და მის მთავრობას უნდა მოვკითხოთ!“

სააგენტოზე გამოქვეყნებულ ინტერვიუს თემურ შაშიაშვილთან „ეს არის ტყუილი და იუნესკოს შეურაცხყოფა“ იხ. ლინკი

http://www.geomediatv.ge/%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a2%e1%83%a7%e1%83%a3%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%98%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%99/

უფლებადამცველი მანანა ორბელიანი ეხმიანება და თემურ შაშიაშვილს საჯარო წერილით პასუხობს.

15135508_1246649598725113_1837206869_n

წერილს უცვლელად გთავაზობთ:

ივანიშვილი ხელისუფლებაში 2012 წლის ოქტომბერში მოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ხელისუფლებას ორჯერ 2013 და 2015 წლებში ჰქონდათ  უფლება, შესაძლებლობა და ქვეყნის წინაშე გააჩნდათ ვალდებულება, რომ იუნესკოს შესაბამის კომისიისთვის წარედგინათ მასალები  შოთა რუსთაველის  850 წლის  იუნესკოს ეგიდით   სათანადოდ აღსანიშნავად   და მათ ეს მიზანმიმართულად არ გააკეთეს..

საგანგაშო ისაა, ბატონო თემურ, რომ  თქვენ,  ქართული ეროვნული ღირებულებების დამცველი რაინდის იმიჯს  მორგებული  პიროვნება,  თავგამოდებით  რომ იცავთ   ივანიშვილს და მის   მთავრობას. ივანიშვილი ხელისუფლებაში 2012 წლის ოქტომბერში მოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ხელისუფლებას ორჯერ 2013 და 2015 წლებში ჰქონდათ შესაძლებლობა და ქვეყნის წინაშე გააჩნდათ ვალდებულება, რომ იუნესკოს შესაბამის კომისიისთვის წარედგინათ მასალები  რათა 2016 წელი იუნესკოს მიერ გამოცხადებულიყო რუსთაველის წლად. გამორკვეულია, რომ  მეცნიერებს მასალები იუნესკოში წარსადგენად შოთა რუსთაველის 850 საიუბილეო წელთან აღსანიშნავად და მისი, როგორც  მსოფლიოში რენესანსის ფუძემდებელსა და ზოგადად როგორც დიდ ქართველი პოეტად  ასაღიარებლად  2012 წლიდან მზად ჰქონდათ. ნებისმიერ შემთხვევაში, კარგად მოგეხსენებათ, რომ ამ პროცესებს ხელისუფლება აკონტროლებს,  ამაში უხდის მათ ხალხი ხელფასს. ოდიშარიადან დაწყებული რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე  დავით შემოქმედელი(ტაკიძე)  ახსენებდა  მთავრობას ამ საკითხს.  ვიცით, რომ თქვენც გაგიჩნდათ სურვილი ამ პროცესებში მონაწილეობის მიღების, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, თუნდაც უბრალო ქართველს , რისი უფლებაც  უდაოდ გქონდათ. ისიც ცნობილია ჩვენთვის, რომ  სვამდით კიდეც ამ საკითხს მეცნიერებათა აკადემიის დონეზე. მაგრამ ამ პროცესში ჩართული არ ბრძანდებოდით. ყველაფერიც ძალიან კარგად იცოდით  და დუმდით.  ჩასაფრებულის პოზიცია გეკავათ და ახლა, როცა სიმართლე გამჟღამდა  განტევების ვაცად ყველამ დავით შემოქმედელი გამოირჩიეთ. თქვენც და კულტურის სამინისტრომაც. განგაში საკითხის ირგვლივ  კი მას შემდეგ ატყდა, როცა მე პირადადნ 2016 წლის ივნისის თვეში მოვიკითხეთ  საიუბილეო პროცესების მსვლელობაზე კონტროლი და ბატონ შემოქმედელს დაუკავშირდით. საქმე ისაა, რომ ჩემს მიერ დაისვა საკითხი მომზადებულიყო ალექსი მაჭავარიანის ნაწარმოების „ვეფხისტყაოსნის“  ბალეტის მიხედვით  თუნდაც ნაწყვეტი ოპერისა და ბალეტის თეატრში.( თავის დროზე ეს ბალეტი  „ვეფხისტყაოსანი“მარინის თეატრში, პეტერბურგში დაიდგა )და ეთხოვა  ჩემ მიერ ქალნატონ ნინო ანანიაშვილს, რომელიც მწერალთა სახლში ბატონი შემოქმედელის მოწვევით ბრძანდებოდა  ეფიქრა ამ საკითხზე.ბატონი დავითიც აქტიურად შემოუერთდა ამ იდეას და ანანიაშვილი დავითანხმეთ, რომ რაღაცას გაკეთდებოდა. როცა ბატონი დავითი მოვიკითხე იგი სოფელში, გურიაში აღმოჩნდა და მეტად შეწუხებული მომეჩვენა ჩემი შეხმიანებით.  ამან  ჩემში განგაში გამოიწვია და გადავწყვიტე გამერკვია იუნესკოდან ვინ იყო პროცესებში ჩართული. იუნესკოში  გამოირკვა, რომ შოთა რუსთავლის წლად 2016 წელი  სულაც არ იყო გამოცხადებული. (იქ ნიკოლოზ ბარათაშვილის წლადაა გამოცხადებული 2016-2017 წლები.) საქართველოს კულტურის და საგარეო საქმეთა სამინისტროებმაც იგივე დაგვიდასტურეს თავის მართლების რეჟიმში. მთავრობის მეთაურმა კვირიკაშვილმა,  ხომ საერთოდ ენა გადაყლაპა ამასთან დაკავშირებით. აქ მთავარი ისაა, რომ ვიმეორებ,  ბოლო 4 წლის მანძილზე, ივანიშვილის მთავრობას ორჯერ 2013 და 2015 წლებში (რამდენად იუნესკოს შესაბამისი კომისია ორ  წელიწადში ერთხელ იკრიბება) ჰქონდა შესაძლებლობა, გააჩნდა ვალდებულება, რომ წარედგინა მომზადებული დოკუმენტები იუნესკოში და მან, ივანიშვილის მთავრობამ ეს არ გააკეთა.  ქ ა რ თ უ ლ ი  ს ა ქ მ ე  გაფუჭდა, ბატონო თემურ.

ს ა მ ა გ ი ე რ ო დ 2014 წელს, გამოიცა 820 გვერდიანი წიგნი მოშე-ხაიმად წოდებული  თემურ მდინარაძის, რომელმაც დიდი ზარ-ზეიმით, პაპავას მასპინძლობით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა პრეზენტირება. ამ  პროცესების სულის ჩამდგმელი თქვენი მეგობარი, საქართველოს დიდი მოურავი, ბატონი ჯამლეთ ხუხაშვილი გახლდათ. ეხლა რაც შეეხება მოშე ხაიმის ნაწარმოებს -„ თორისა და „ქებათა ქების“ არსის საიდუმლოთა შემეცნება „ვეფხისტყაოსნით““, საქმეში ჩახედული ადამიანები ამბობენ, რომ „მოშე ხაიმის ნაწარმოების აზრით“ შოთა რუსთაველს ვეფხისტყაოსანი თურმე თორადან დაუწერია. ნიშანდობლივია ისიც, რომ ბატონი ხუხაშვილი, მისთვის დამახასიათებელი მსუბუქი იუმორით ამშვიდებს შეშფოთებულ ქართულ  საზოგადოებას იმით, რომ იზრაელის პარლამენტში  რუსთაველის საიუბილეო 850 წელი დეკემბერში აღნიშნება, ამასთან ერთად იქ, წმინდა მიწაზე,   სამ ქალაქში, საქართველოს ბიუჯეტის ხარჯზე გაიმართება რუსთაველის საიუბილეო წლის აღნიშნავი კონცერტები  და საქართველოს ბიუჯეტის ხარჯზე გამოცემულ „ვეფხისტყაოსნის“ სასაჩუქრე ეგზემპლიარებსაც  მიიღებენ ჩვენი 26 საუკუნოვანი მოძმეები, საკუთარ  ებრაელურ (ივრითულ) ენაზე. ესე იგი საქართველოზე მეტად აღმატებულად იზრაელში აღინიშნება რუსთაველის საიუბილეო 850 წელი, რათა ურიებმა ვეფხისტყაოსანში თორა შეიცნონ. არაფერია,  მერე და რა, რომ იუნესკოს ეგიდით საკადრისად საქართველომ არ აღნიშნა ეს თარიღი- ლაღობს ბატონი ჯამლეთი. თუ ხვდებით მაინც თქვენ სრულიად საქართველო აიგდეთ მასხრად.

დავით შემოქმედელი ამ პროცესებში  მთავრობის  მ ს ხ ვ ე რ პ ლ ი ა,  ბატონო თემურ. კულტურის სამინისტრომ ჯერ თავის  ვებ-გვერდზე გადმოდო ცრუ ინფორმაცია, ცრუ ბოლბორდის დაამზადეით   წარწერით:“გილოცავთ! იუნესკომ 2016 წელი შოთა რუსთავლის წლად გამოაცხადა „ ო . ამის შემდეგ დაუკავშირდნენ დავით შემოქმედელს და აცნობეს, რომ ჩვენი უდიდესი ძალისხმევით იუნესკომ    2016 წელი  შოთა რუსთაველის  წლად აღიარაო, ამ მოცემულობაში  დავითმაც ბრძანა, რომ „საქართველოს მთავრობის უდიდესის ძალისხმევით იუნესკომ 2016 წელი რუსთაველის წლად გამოაცხადა -ო „(არჩევნებს უხდება ეროვნულ გრძნობებზე თამაში ! )..  ამ მომენტიადნ    ეს ინფორმაცია კულტურის სამინისტრომ  საკუთარი  ვებ-გვერდიდან  გააქრო, შემოქმედელის ცრუ ინფორმაციის ტირაჟირება  სააგენტოების მიერ  კი   გეომეტრიული პროგრესით მოხდა. ეს ყველაფერი თქვენც შესანიშნავად იცით. ასეთი ცრუპენტელა ხელისუფლების ხელშია ქვეყანა. ეხლა, როცა საზოგადოება გამოერკვა და ეს პროცესი გრძელდება.  მოიძებნა თქვენი მეგობარი, მიხაილა ანდღულაძე, რომელიც ივანიშვილის დ ა ც ვ ი ს  მ ი ზ ნ ი თ მართავს მიტინგს მიზეზით:  შოთა რუსთაველის 850 წელი, რ ო მ ე ლ ი ც  ი უ ნ ე ს კ ო ს   ე გ ი დ ი თ  ა რ ი ნ ი შ ნება, საქართველოში არასათანადოდ აღნიშნეს.( რათქმა უნდა საზოგადოების სწორი რეაქციის  პროცესის ჩახსობის და გამორჩენის მიზნით,). და აი ეხლა ჩვენ, ამბობს ბატონი ანდღულაძე უნდა გამოვიდეთ, ხელისუფლებას შეუძახოთ, გავშოლტოთ კიდეც, დავამზადოთ  10 მეტრიანი კლიონკის ბოლბორდი,“საკუარი ხარჯებით“, ქობულაძის ნახატების დატანით, ხელმოწერების შეგროვებით, და ამ ბოლბორდს 50  წლის შემდეგ გავხსნით ჩვენ თუ არა ჩვენი  შთამომავლობა,  როცა შოთა რუსთაველის  900 წლისთავ  შეუსრულდება.

დაკვეთის მესიჯი გასაგებია: 50 წლის შემდეგ…. 2030 ჟანრია. რა  სასაცილოა ეგ ყველაფერი სატირალი, რომ არ იყოს ბატონო თემურ, მე ზუსტად, რომ კ ა რ გ ი  მ ე გ ო ბ ა რ ი  ვარ და გაგაფრთხილეთ,როგორც თქვენ ასევე მიხაილიც,  გთხოვეთ, აღგეკვეცათ  სიცრუის ტირაჟირება, ისედაც  სიცრუით გადაძაბულ საზოგადოებისთვის.  ჭეშმარიტებაზე დიდ  ფასეულობას არ იცნობს კაცობრიობა. გამოდის ფასეულობებში ვერ  ვთანხმდებით. თქვენ სიცრუის გზა აირჩიეთ, ჩვენ ჭეშმარიტებას ვირჩევთ.  დავით შემოქმედელი თქვენგან განსხვავებით,  ერის წინაშე  არ ცრუობს, აღიარებს მის მდგომარეობას და ითხოვს იუნესკოში ეხლა  მაინცი იქნას  წარდგენილი სათანადო დოკუმენტაცია და გადატანილი იქნას რუსთაველის საიუბილეო 850 წლის აღნიშვნის თარიღი.   ამას ემხრობა სერიოზული მეცნიერებიც და ითხოვენ მონოგრაფიული ნაშრომის მომზადებასაც. იუნესკო 71 წელი ეხლა  შეუსრულდა ბატონო თემურ, შოთა რუსთაველს კი 850 წელისაა,  იუნესკოს შეურაცხოფა  ი ვ ა ნ ი შ ვ ი ლ ი ს  და მის  მთავრობას უნდა მოვკითხოთ. და ბოლოს, რაც შეეხება ცუდ ტონს,რომელზედაც თქვენ საუბრობთ და რომლის ადრესატიც, განტევების ვაცად გამოყოფილი დავით შემოქმედელია თქვენს შემთხვევაში. ცუდი ტონი ბატონო თემურ ავტორიტეტების( რეზო ჩხეიძე, მერაბ ბერძენიშვილი, საქართველოს პატრიარქი) და მათი იდეების გაუკუღმადთებული გამოყენებაა საკუთარი მერკანტილური ინტერესების გასატარებლად, დავით შემოქმედელზე ორი პიროვნებაც კი ვერ იტყვის, რომ  იგი ცუდი ტონის ადამიანია. თუ მართლა ქართული საქმის რაინდი ბრძანდებით სიმართლის საუბარი მოგიწევთ!

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

იგივე ჩვენთანაც რომ არ განმეორდეს! – საზოგადოების მიმართვა ივანიშვილს

საზოგადოების მიმართვა ბიძინა ივანიშვილს პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს! – ბატონო ბიძინა, მოგახსენებთ, ...