Home » ემიგრანტები » ქართული სულისკვეთება და მიზანი-მსოფლიოს გააცნოს ნამდვილი ქართველი…

ქართული სულისკვეთება და მიზანი-მსოფლიოს გააცნოს ნამდვილი ქართველი…

საზოგადოებაში საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა მასალამ „ყველგან ავაფრიალებთ ქართულ დროშას და ავაჟღერებთ ქართულ ჰიმნს!“

იხ. ლინკი

http://www.geomediatv.ge/%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%97-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0/

პოლიტიკურად საკმაოდ დაძაბული დღეების მიუხედავად იტალიაში გამართულმა ქართულმა მსვლელობამ უმალ მიიქცია საზოგადოების ყურადღება და უამრავი თბილი კომენტარიც დაიწერა.

ამ ყველაფრის შემდეგ გადავწყვიტეთ ახლოს გაგაცნოთ ადამიანი, რომელიც ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი და ინიციატორია.

მაშ ასე, ვინც ჯერ არ იცნობთ,  გაიცანით ქართველი დარინა ჩაჩანიძე, რომლის ყოველ გადადგმულ ნაბიჯში მხოლოდ ქართული სულისკვეთებაა. დარინა ძალიან განიცდიდა იმას, რომ იტალიელებმა დანაშაულებრივი ქმედებებით გაიცნეს ქართველები და სწორედ ამიტომ, მიზნად დაისახა მათთვის და არა მხოლოდ იტალიელებისთვის საქართველო და ქართველები დაენახვებინა სულ სხვა თვალით. სწორედ ასე გვითხრა-„ჩემი მიზანია მსოფლიოს და მათ შორის იტალიას გავაცნო ნამდვილი ქართველები, დავანახო საქართველო, რომლითაც ჩვენ ვამაყობთ“-ო.

ჩვენ დარინა ჩაჩანიძეს დავუკავშირდით.

-ვინ არის დარინა ჩაჩანიძე, საიდან დაიწყე და რა გზა გამოიარე დღემდე?

-დარინა ჩაჩანიძე არის ჩვეულებრივი ადამიანი და ქართველი ემიგრანტი, რომელშიც არის უმაღლეს დონეზე მორალური და ზნეობრივი პტინციპები ქართული სულისკვეთებით გაჟღენთილი. საიდან დავიწყე- თუ გულისხმობთ ქველმოქმედებას მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ჩემი შესაძლებლობიდან გამომდინარე მაქსიმალურსდ ვცდილობ ვუთანაგრძნო სასოწარკვეთილ და უმწეო ადამიანებს, სწორედ ისეთებს, რომელთაც რწმენის და ლოცვის გარდა აღარაფერი დარჩენიათ.

-ჩვენ პირადად გაგიცანით ქველმოქმედებით, ყველას ახსოვს ლაგოდეხში მცხოვრები სიფრაშვილების ზღაპარივით ისტორია, მაშინ საქართველოში იყავით, ახლა დროებით ხართ იტალიაში თუ?

-რაც შეეხება სიფრაშვილების ოჯახს, საზოგადოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია იმიტომ, რომ ზოგადად ქველმოქმედების გასაჯაროების მომხრე არასოდეს ვყოფილვარ. ისედაც გაჭირვებულ ხალხს კიდევ სხვის გაჭირვებაზე რომ ესაუბრები ცოტა უხერხულია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ორი წლის წინ ამ ოჯახს უკვე უნდა ჰქონოდათ საკუთარი ჭერი, არ მინდა მიზეზებზე დავკონკრეტდე,  სწორედ ამის გამო მივედი იმ დასკვნამდე, რომ სჯობს საზოგადოებისთვის გამჭირვალე და მათვის ხელმისაწვდომი იყოს ყოველი კეთილი საქმე.

ზოგადად წელიწადში ოთხი-ხუთი თვით საქართველოში ვიმყოფები და ეს მორიგი ჩამოსვლა იყო.

-საიდან წამოვიდა იდეა, რომ იტალიაში პატარა საქართველო მოაწყოთ და ასეთი გრანდიოზული ღონისძიებები გამართოთ? მარტო აკეთებ ამ ყველაფერს თუ გვერდით თანამოაზრეები გიდგანან?

გრანდიოზული ღონისძიებები ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, თუმცაღა ჩემი ძალიან დიდი სურვილია უცხოელებს დავანახო თუ რაოდენ ლამაზია ჩვენი ქვეყანა საზოგადოებითურთ და არა პირიქით და რომ საქართველო არის უდიდესი ადათებისა და კულტურის მატარებელი ქვეყანა მრავალ ასწლეული ისტორიით. ძალიან მინდა ემიგრაციაში ყოფნისას ქართველში არ დაიკარგოს ქართული ენა და დამწერლობა, რომელიც ჩვენდა საამაყოდ 14 დამწერლობიდან ერთ-ერთია.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ მიდგას გვერდით, მინდა გითხრათ, რომ უფალი- რომელიც ფაქტიურად ყოველთვის შეუძლებელს მაკეთებინებს თუნდაც ეს უკანასკნელი საახალწლო ზღაპარივით ისტორია, რაც სიფრაშვილების ოჯახისთვის უფალმა მოგვმადლა, ხოლო აქ, იტალიაში როდესაც მე მოვინდომე ქართული სკოლის გახსნა რათა არ დაკარგულიყო ქართული ენა და აქ დაბადებულ ბავშვებს შეესწავლათ საქართველოს ისტორია,რელიგია ქართული ცეკვა,სიმღერა და ა.შ. აღმოვაჩინე, რომ 2010 წელს ქართული საკვირაო სკოლა დაარსებული იქნა და დღესაც სათავეში უდგას და აფუნქციონირებს ღირსეული ქართველი პოეტი გოგონა ნათია ზაზაშვილი, სამწუხაროდ, შესაბამისი განვითარება ვერ ჰპოვა სკოლამ, თუმცაღა ნათიამ მოახერხა და შეძლო მიეპოვებინა იტალიელების კეთილგანწყობა, რაც არც ისე ადვილია და დღეს უსასყიდლოდ გვაქვს საკვირაო სკოლის ფართი. ასევე ამ საკითხზე ვესაუბრეთ ფლორენციაში ჩვენს მოძღვარ მამა ანდრიას და ახლო მომავალში ერთიანი სულისკვეთებით და უფლის მადლით შევუდგებით ამ დიდ და მნიშვნელოვან საქმეს.

-წარმატებებს გისურვებთ ამ მართლაც დიდ ქართულ საქმეში და იმედია მომავალში უფრო ვრცლად გავაცნობთ საზოგადოებას “იტალიაში მყოფ პატარა საქართველოს”

Facebook Comments
x

Check Also

“საოცარი ფენომენია ქართველ ებრაელთა დამოკიდებულება ქართველების მიმართ და პირიქით…”

დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიაში, თემაზე “ ქართულ – ებრაულ ურთიერთობებში განათლებისა და კულტურის მიმართულების განვითარების ...