Home » ეკონომიკა » ქართული ღვინო მსოფლიოს იპყრობს – ქართულია, აბა რაა!!!

ქართული ღვინო მსოფლიოს იპყრობს – ქართულია, აბა რაა!!!

საქართველოს ერთკვირიანი სამუშაო ვიზიტით ცნობილი სამხრეთ კორეელი ენოლოგი, პროფესორი ბანგ ჯინ-შიკი ეწვია, რომელიც თავის საიუბილეო მე-100 სტატიას ქართულღვინს კულტურას მიუძღვნის, რაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ქართული ღვინის პოპულარიზაციისკენ და საექსპორტო პოტენციალის ზრდისკენ გადადგმულ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს.

   ბანგ ჯინ-შიკი წლების მანძილზე საფრანგეთში მოღვაწეობდა და ამჟამად კორეის უმსხვილესი ავია კომპანია ,,Korean Air”-ის საბორტო ჟურნალის პროფესიონალი მიმომხილველია. სტატიები ქართულ ღვინოზე სწორედ ,,Korean Air”-ის საბორტო ჟურნალში დაიბეჭდება.

   ვიზიტის ფარგლებში ბანგ ჯინ-შიკი ეწვია ღვინის ეროვნულ სააგენტოს, სადაც საქმიანი შეხვედრა სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ანდრო ასლანიშვილთან და მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროს ირაკლი ჩოლობარგიასთან გამართა,  დაათვალიერა სააგენტოში განთავსებული მარანი, ენოთეკა და მუზეუმი.

  როგორც ირაკლი ჩოლობარგიამ აღნიშნა, ქართული ღვინის იმპორტი სამხრეთ კორეაში ბოლო წლებში მზარდია და ბანგ ჯინ-შიკის სტატიები ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდასა და პოპულარიზაციას აღნიშნულ ქვეყანაში, რაც საბოლოო ჯამში ქართული ღვინის ექსპორტზე დადებითად აისახება.

 „ქართული ღვინის შესახებ სტატიის მომზადების გადაწყვეტილება ავიაკომპანია ,,Korean Air”-ის ხელმძღვანელობამ მიიღო. მიმდინარე წლის აგვისტოდან წლის ბოლომდე ქართულ ღვინოზე სტატიები ჟურნალის ოთხ ნომერში დაიბეჭდება. მათ შორის ერთ-ერთი, ბანგ ჯინ-შიკის საიუბილეო მე-100 სტატია იქნება. აღნიშნული საბორტო ჟურნალი, რომლის ტირაჟი თითქმის 1 მილიონს აღწევს, ავიაკომპანიის  კუთვნილ ყველა თვითმფრინავში და მსოფლიოს 130 ქვეყანაში ავიაკომპანიის ფილიალებში გავრცელდება“ – აღნიშნა მან.

 საქართველოში სტუმრობის დროს სამხრეთ კორეელმა ღვინის პროფესიონალმა მოინახულა ქართული ღვინის კომპანიები: „თელავის ღვინის მარანი“, „საწნახელი“, „თელიანი ველი“, „მარანული“, „შატო მუხრანი“, კახეთში ეწვია ასევე მექვევრე ზაზა კბილაშვილს და ქვევრის დამზადების ტექნოლოგიას ადგილზე გაეცნო. ეს ბანგ ჯინ-შიკის პირველი ვიზიტი იყო საქართველოში, რომელიც სამხრეთ კორეაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით განხორციელდა.

Facebook Comments
x

Check Also

“სრულად მაჟორიტარული სისტემა პარლამენტში  მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს”

“ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა დასრულდა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სრულად ...