Home » მთავარი » “ქართულმა ოცნებამ” ვენეციის კომისიის დასკვნითი რეკომენდაცია დამალა”

“ქართულმა ოცნებამ” ვენეციის კომისიის დასკვნითი რეკომენდაცია დამალა”

ირმა ინაშვილი

-როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ვენეციის კომისიის რეკომენდაცია კომისიამ საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობას გადმოუგზავნა, ანუ გადმოუგზავნა არა მარტო “ქართულ ოცნებას”. შესაძლოა, ირაკლი კობახიძეს პარლამენტის ხელმძღვანელობა მხოლოდ “ქართული ოცნება” ჰგონია, მაგრამ პატივისცემით შევახსენებ მას, რომ პარლამენტის ხელმძღვანელობაში რამდენიმე ვიცესპიკერი (ორი) შედის, რომლებიც ოპოზიციურ პარტიებს წარმოადგენენ და როგორც ვიცი, არც ერთ მათგანს “ქართულმა ოცნებამ” ვენეციის კომისიის დასკვნითი რეკომენდაცია არ გადასცა, ანუ დაუმალა.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომის შემდეგ, სადაც გასაჯაროვდა ინფორმაცია ვენეციის კომისიის ხსენებული რეკომენდაციის შესახებ, მე პარლამენტის თავმჯდომარის აპარატს დავუკავშირდი და რეკომენდაციის ტექსტის მოწოდება ვთხოვე, რაზეც უარი იმ მოტივით მივიღე, თითქოსდა ტექსტის ინგლისურ ვერსიაში გარკვეული კორექტირება შედის და ჯერ მზად არაა. ეს ინფანტილური განმარტება, ცხადია, ლოგიკურ განმარტებად არ მიმიღია და ტესტის ასლის ძიება ჩემი არხებით განვაგრძე. ამასობაში, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის ტექსტი მედიასაშუალებებით გავრცელდა. ვეკითხები პარლამენტის თავმჯდომარეს და უმრავლესობას: არის თუ არა ეს ინფორმაციის მიზანმიმართული დამალვა საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერებისათვის?

Facebook Comments
x

Check Also

ევროპარლამენტის დეპუტატი ბელორუსიის გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს

ევროპარლამენტის დეპუტატი იაცეკ სარიუშ-ვოლსკი ბელორუსიაში მიმდინარე მივლენების გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესების ინიციატივით გამოვიდა. მის ამ ...