Home » მთავარი » ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის ოფისი მსოფლიოში პირველად თბილისში გაიხსნება

ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის ოფისი მსოფლიოში პირველად თბილისში გაიხსნება

ნოემბრის ბოლოს ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის ოფისი თბილისში გაიხსნება-ამის შესახებ თბილისში ალიანსის წარმომადგენელმა ირაკლი შიხიაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს იქნება პირველი ოფისი მსოფლიოში, რომელიც ამერიკის გარეთ გაიხსნება.

-ამერიკაში ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს, ჩვენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც „თვისტომი“ ეწოდება სურს, რომ პოლიტიკურ რადარებზე გაჩნდნენ ქართველები. ამერიკაში არჩევნები ჩატარდება 2017 წლის ნოემბერში და გვინდა, რომ ქართველები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები, რათა ამერიკაში დაინახონ, რომ ჩვენ წარმოვადგენთ გარკვეულ ღირებულებას როგორც ელექტორატი, ამ გააქტიურებით მეტი მეგობარი და მხარდამჭერი გვეყოლება.

სიახლეა ის, რომ მალე თბილისში გაიხსნება ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის ოფისი და ეს იქნება პირველი ოფისი მსოფლიოში, რომელიც ამერიკის გარეთ გაიხსნება. ჩვენი საქმიანობის სფერო იქნება ის პროექტები, რომელიც ჩვენი ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ იქნება მიმართული“-განაცხადა შიხიაშვილმა.

ოფისის ხელმძღვანელი თავად ირაკლი შიხიაშვილი იქნება, როგორც მან განაცხადა ოფისის გახსნას ამერიკელი კონგრესმენები და ამერიკული რესპუბლიკური კლუბის ბორდის წევრები დაესწრებიან.

Facebook Comments
x

Check Also

“რწმენას, სინანულს და უფლისადმი ლოცვას შეუძლია ამ განსაცდელის შეჩერება”

პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში მრევლს და საზოგადოებას სინანულისკენ მოუწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, ...