Home » მთავარი » “ქართულ ოცნებას ალტერნატივა არ ყავს!”

“ქართულ ოცნებას ალტერნატივა არ ყავს!”

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში მედიასთან შეხვედრისას დღეს პოლიტიკური  პარტიების ლიდერები გააკრიტიკა. მისი თქმით ნინო ბურჯანაძის დაპირებები  არის საფუძველს მოკლებული, რადგან რუსეთთან ურთიერთობები ვერ მოგვარდება დაკარგული ტერიტორიების ხარჯზე.  კითხვაზე – რომ არა “ქათული ოცნება”, ვის დაუჭერდა მხარს ბიძინა ივანიშვილი- ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, რომ ადრე თუ ის მხარს უჭერდა რესპუბლიკელებს, ახლა ქართული ოცნების შემდეგ პირველ ადგილს თავისუფალ დემოკრატები იკავებენ.  მართალია ალასანიამ ბევრი შეცდომა დაუშვა და გუნდმაც თავიდან არაფერი გააკეთა ამ შეცდომების გამოსასწორებლად, მაგრამ დროთა განმავლობაში მათ ეს ხარვეზი გამოასწორეს და ყველაფერი იღონეს, რომ მათ ლიდერს დაშვებული შეცდომები გამოესწორებინა.  რაც შეეხება უსუფაშვილს, ის ოთხი წლის განმავლობაში  გარდა იმისა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე იყო,  ასევე საკონსტიტუციო კომისიას ხელმძღვანელობდა. კონსტიტუციაში უამრავი ხარვეზია, მას კი არაფერი გაუკეთებია ამის აღმოსაფხვრელად.

კითხვაზე, რომ ვის ემსახურება ბურჭულაძე, ან ვინ აფინანსებს გირჩებს, ივანიშვილმა უპასუხა:

“ბურჭულაძეს თავის დროზე ვთხოვე გვერდით დაგვდგომოდა, მაგრამ გარკვეული თანხა მოითხოვა და რომ არ მივეცი შეურაცხყოფილად იგრძნო თავი. მისი განცხადებები აბსოლუტურ თანხვედრაში იყო ნაციონალური მოძრაობის განცხადებებთან. გაიხსენეთ, სააკაშვილთან უკრაინაში ჩავიდა, ფოტოები აქვთ ერთად გადაღებული. შეხედეთ ვინ ყავთ გირჩებში და მიხვდებით ვინ არიან და ვის ემსახურებიან…”

ქუთაისში მედიასთან შეხვედრისას ქართულ ოცნებაში გადასული ნაციონალური მოძრაობის წევრებზეც გააკეთა განმარტება.  მისი თქმით ცეზარ ჩოჩელი იყო გუბერნატორი და არა იმ მაჟორიტარი დეპუტატთაგანი, რომლებიც მოვიდნენ ნაციონალური მოძრაობის სიით და შემდეგ გადმოვიდნენ ქართულ ოცნებაში.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

თავდაცვის მინისტრი ვაზიანის სამხედრო ბაზებზე მივიდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვაზიანში მე-4 მექანიზებული და მე-5 საარტილერიო ბრიგადები მოინახულა. ირაკლი ღარიბაშვილი სამხედრო მოსამსახურეებს ...