Home » მთავარი » ქართულ-რუსული დიალოგის ფორმატში შეხვედრა 7 ივლისს გაიმართება

ქართულ-რუსული დიალოგის ფორმატში შეხვედრა 7 ივლისს გაიმართება

“7 ივლისს ქართულ-რუსული დიალოგის ფორმატში, მორიგი შეხვედრა გაიმართება,” – ამის შესახებ პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები იქნება განხილული.

„7 ივლისს გაიმართება მორიგი შეხვედრა ქართულ-რუსული დიალოგის ფორმატში პრაღაში. ამ შეხვედრამდე მე და მინისტრის მოადგილეს, დავით დონდუას გვექნება 5-6 ივლისს შეხვედრები ბრიუსელში, ევროკავშირის სტრუქტურებში, სადაც ვისაუბრებთ საქართველო-ევროოკავშირის ურთიერთობაზე, ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე, ჟენევაში საერთაშორისო კონსულტაციების პრობლემატიკაზე, ასევე ქართულ-რუსული დიალოგის მიმდინარეობაზე. პრაღაში კი გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, იგი ეხება კონკრეტულ საკითხებს. კერძოდ, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო კავშირები და გარკვეული ჰუმანიტარული საკითხები“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

Facebook Comments
x

Check Also

ირაკლი პეტრიაშვილმა ალბანეთის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების გაერთიანების კონგრესში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და ამავდროულად პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) პრეზიდენტი ალბანეთში სპეციალური მიწვევით ...