Home » მთავარი » ქარტიის საბჭო მელაძის საჩივარს “მარშალპრესის” წინააღმდეგ ღია სხდომაზე განიხილავს

ქარტიის საბჭო მელაძის საჩივარს “მარშალპრესის” წინააღმდეგ ღია სხდომაზე განიხილავს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დასაშვებად სცნო ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტის ნოდარ მელაძის განცხადება, რომელიც ონლაინ გამოცემა marshalpress.ge-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალას ეხება.

24 აგვისტოს marshalpress.ge-მ გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით – “რუსთავი 2”-ის ეთერში გაპარული კადრი – ნოდარ მელაძემ ჩამქრალი ხანძრის გამო შეიგინა (ვიდეო)”. მასალის თანახმად “რუსთავი 2-ის” პირდაპირ ეთერში “კურიერის” წამყვანმა ნოდარ მელაძემ დუშეთში გაჩენილი ხანძრის გაშუქებისას, ცეცხლის ჩაქრობის გამო უკმაყოფილება გამოთქვა”. იქვე აღნიშნულია, რომ მას ეგონა, ეთერში არ იყო და შეიგინა.

ნოდარ მელაძე ქარტიისთვის გაგზავნილ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია “სრული დეზინფორმაციაა”, რის დასადასტურებლადაც მოჰყავს საკუთარ ვეიფბუქ გვერდზე გავრცელებული ვიდეომასალა.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს.

წყარო

http://qartia.org.ge/meladze/

 

Facebook Comments
x

Check Also

ქართველი მწერალი პარიზულ გამოცემებში…

პრესტიჟულმა პარიზულმა ონლაინ გამომცემლობამ “Edition999” გამოაქვეყნა მწერლისა და პოეტის გია ჯიჭონაიას “კოლხური კირბები”-ს ინგლისურად თარგმნილი ...