Home » მთავარი » ქეთევან ციხელაშვილი: ესაა ოკუპაციის რეალური სახე!.. აბსოლუტარად მიუღებელი და უკანონოა!

ქეთევან ციხელაშვილი: ესაა ოკუპაციის რეალური სახე!.. აბსოლუტარად მიუღებელი და უკანონოა!

სოფელ სობისის ერთ-ერთი მკვიდრის, შალვა ჩილინდრიშვილის მიერ დათესილი ქერის მოსავალი ოსმა სამხედროებმა აიღეს. ჩილინდრიშვილის განცხადებით, ოსმა ძალოვნებმა დაახლოებით 6 ჰქეტარი დათესილი მოსავალი მიიტაცეს.

საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი  სობისში იმყოფებოდა და არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნო.

-„ესაა ოკუპაციის რეალური სახე, რომელიც არამხოლოდ სამართლებრივ, არამედ ჰუმანიტარულ ჭრილშიც შეიძება განვიხილოთ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ადგილობრივ მოსახლეობას ეზღუდება საკუთარი მოსავალი აიღოს სამეურნეო მიწებზე, და ჰქონდეს, ეს აბსოლუტარად მიუღებელი და უკანონოა, რამდენადაც არღვევს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პრინციპს. ესაა ოკუპაციის რეალური სახე, რაც არამხოლოდ სამართლებრივ, არამედ ჰუმანიტარულ ჭრილშიც შეგვიძლია განვიხილოთ, რომ ადამიანებს აქვთ ყოველდღიურად უამრავი პრობლემა ამ განგრძობითი ოკუპაციის გამო. ჩვენ რა თქმა უნდა გამოსავლებზე ვართ ორიენტირებულნი. ჩვენ კიდევ ვაპირებთ ცხელი ხაზის გააქტიურებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით. ხელმძღვანელსაც ვესაუბრე აღნიშნულ სიტუაციასთან დაკავშირებით. სახელმწიფოსთვის ეს სოფელი და ყველა სოფელი ზოგადად, რომელიც განლაგებულია გამყოფი ხაზის გასწვრივ არის ძალიან პრიორიტეტული. პრობლემები ძალიან ბევრია და მოსახლეობას ჩვენ ვცდილობთ შევუმსუბუქოთ სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა. ეს ადამიანები დარჩნენ საკუთარ მიწაზე და გააგრძელონ ცხოვრება მშვიდობიან რეჟიმში”, – განაცხადა ციხელაშვილმა.

მინისტრის თქმით ხელისუფლება ყველა საშუალებას იყენებს, რათა სოფელ სობისში შექმნილი ვითარება მოგვარდეს.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის ჯარიმები კვლავ ძალაშია

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა აღარ არის და კომენდანტის საათის მოიხსნა, იზოლაციისა და კარანტინის ...