Home » მთავარი » ქვარიანი: დარწმუნებული ვარ ვეტერანთა სამსახურში აუდიტის სამსახური არ შევა!..

ქვარიანი: დარწმუნებული ვარ ვეტერანთა სამსახურში აუდიტის სამსახური არ შევა!..

როგორც უკვე ცნობილია, თავისუფალი დემოკრატები აუდიტის სამსახურს მიმართავენ. ირაკლი ალასანიას თანაგუნდელები ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურში ფინანსურ შემოწმებას ითხოვენ.

როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი განმარტავს, არასამთავრობო ორგანიზაციების მოკვლევით დასტურდება, რომ სახელმწიფო სამსახურში ფინანსური დარღვევებია, ხდება გადარიცხვები სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში ტენდერის გარეშე და ხელოვნურადაა გაზრდილი საშტატო ერთეულები.

ბრალდებას ვეტერანთა სამხარეო სამსახურის ხელმძღვანელმა კობა კობალაძემ უკვე უპასუხა.

-„მე ვარაუდებში ვერავის ვერ ავყვები, მე მქონდა და დღემდე მაქვს კონკრეტული პოზიცია, რაც გაცილებით ფასეულია ჩემთვის, ვიდრე რაღაცა თემით რაღაცაზე სპეკულირება“-განაცხადა  კობალაძემ.

   ამ საკითხს “მებრძოლ პატრიოტთა კავშირის თავმჯდომარე” ემზარ ქვარიანი ეხმიანება და ამბობს, რომ ვეტერანთა სამსახურში აუდიტის სამსახური არ შევა.

-„მე ჩემ აზრს დავაფიქსირებ ვეტერანთა სამსახურში აუდიტის შესვლასთან დაკავშირებით,

თუ არსებობს კითხვები, უნდა გაეცეს კიდევაც პასუხებიც, რათა ერთხელ და სამუდამოდ ყველამ იცოდეს -წინა მორბედმაც,ამჟამინდელმაც და მომავალში სხვა ხელმძღვანელმაც, რომ  უფრო გამჭირვალე იყოს სამსახურის მუშაობა, უნდა გაითავისონ, რომ თუ რაიმე კითხვა იქნება, დროულად გაეცეს პასუხი!

ამ საკითხზე ადრეც მქონია ხაზგასმა, თუმცა ახლა კიდევ ერთხელ დარწმუნებული ვარ, რომ არ შევა აუდიტის სამსახური ვეტერანთა სამსახურში. უბრალოდ თავს შევიკავებ დავასახელო ყველა ის ფაქტორი, რაც მე მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ არ შევა. ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, ყველაფერს თავისი დრო აქვს.

კიდევ ვიმეორებ-თუ არსებობს კითხვები, უნდა იყოს პასუხებიც!“

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

პატარა ვირტუოზი ყოველი ჰონორარიდან ბავშვთა სახლის ბავშვებს ყოველთვის გაახარებს…

უკრაინულ ვოისის ქართველი გამარჯვებული ალექსანდრე ზაზარაშვილი ბავშვთა სახლში საჩუქრებით მივიდა და პატარებს კონცერტი ჩაუტარა. აშშ ...