Home » მთავარი » ქვარიანი თარგამაძეს დებატებში იწვევს

ქვარიანი თარგამაძეს დებატებში იწვევს

„მებრძოლ პარტიოტთა კავშირის“ თავმჯდომარე ემზარ ქვარიანი გივი თარგამაძეს მიმართავს და დებატებს სთავაზობს:

-„ მთელი საქართველო სისხლში აბანავეთ და დღემდე სათანადოთ ვერ დაისაჯეთ. ვუყურე გადაცემა “P.S.”  და რომ არ გამოვხმაურებოდი უბრალოდ თავს ვერ მივეცი უფლება, შოთა ჭიჭიაშვილის ადვოკატად მე ვერ გამოვდგები, ადამიანმა ასე თუ ისე მოიხადა რაღაცის გამო სასჯელი და აღარ მინდა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ მე მინდა გივი თარგამაძეს შევახსენო ვისი დაჯგუფების წევრი იყო და არის!

სააკაშვილის პირსისხლიანი რეჟიმის დჯგუფების წევრს ვეკითხები მთელი საქართველო სისხლში აბანავეთ, რამდენი უდანაშაულო ადამიანი ჩახოცეთ ქუჩაში, რამდენ ადამიანს უკანონოთ წაართვით თავისუფლება, რამდენს ბიზნესი თუ სხვა და სხვა ქონება. ჭიჭიაშვილის დანაშაულზე შენ რა გაქvs სალაპარაკო?  თქვენზე მეტი საშიში დამნაშავე ვინ არის ამ ქვეყანაში, რომელ რუსეთის აგენტურაზე გაქვთ ლაპარაკი, თქვენ არ იყავით კოდორის ხეობა რომ ტყვიის გასროლის გარეშე ჩააბარეთ, თუ არა გარიგებით, თქვენზე დიდი აგენტურა რუსეთს ვინ ჰყავს ამ ქვეყანაში, შოთა ჭიჭიაშვილს არ სჭირდება ჩემი დაცვა, თავადაც კარგად დაიცავს თავს ჩემს გარეშეც, მაგრამ თქვენი სალაპარაკო რომ გახდა, მანდ მაქვს მე საქმე, მოვა დრო და თქვენც აგებთ პასუხს თქვენს დანაშაულებებზე, რომელიც თითებზე ჩამოთვლაც კი გაგვიჭირდება და თვლა აგვერევა იმდენი დანაშაული გაქვთ ჩადენილი ქვეყნისა და  ერის წინაშე!

სანამ შოთა ჭიჭიაშვილს და მუსა ხანგოშვილს ახსენებ, პირი სუფთა უნდა გქონდეს!

თარგამაძე, ძალიან სახიფათო თამაში წამოიწყე შენთვის, გიწვევ დებატებში მთელი ერის წინაშე!

Facebook Comments
x

Check Also

პროკურატურა 20-21 ივნისის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

გენერალურმა პროკურატურამ 20-21 ივნისის საქმეზე  დაშავებული  მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი დაზარალებულად ცნო. ...