Home » მთავარი » ქვარიანი კობალაძეს: ვეტერანთა სამსახურში ფეხის შემომდგმელი აღარ ვარ!

ქვარიანი კობალაძეს: ვეტერანთა სამსახურში ფეხის შემომდგმელი აღარ ვარ!

„მებრძოლ პატრიოტთა კავშირის“ თავმჯდომარე ემზარ ქვარიანი ვეტერანთა სამსახურის დეპარტამენტის ხელმძღვანელს კობა კობალაძეს საჯარო მიმართვას უგზავნის და აცხადებს, რომ ის ამ სამსახურში „ფეხს აღარ შეადგამს“.

-„ ამის მიზეზს ნამდვილად გეტყვით, ჯერ ერთი, რაც მოხვედით, დღემდე არაფერი არ არის გაკეთებული და არც ერთი ნაბიჯი არ არის გადადგმული წინ, აღარ ვამბობ იმას, რომ არანაირად არ ხდება ვეტერანების ინტერესების გათვალიწინება და მოსზრებები, მაინტერესებს რა ხიბლი აქვს ისეთი მაგ თანამდებობას, რომ ჰოსპიტალთან მიმართებაში ეგ ნაბიჯი გადადგით ისე, რომ არ წარმოგვიდგინეთ თქვენი ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იყო კარგი ვეტერანთა სამსახურზე დაგექვემდებარებინათ და თუ მაინც და მაინც უკეთესი იყო და მასე ფიქრობდით, რატომ 5 წლით და არა მუდმივად?!.

მივხვდი ერთ რამეს, რომ თქვენ ვეტერანების მოსაზრებებს არასდროს გაითვალისწინებთ და მე ვარ და ჩემი ნაბადი-ს პრინციპით მოქმედებთ, ღმერთმა ხელი მოგიმართოდ თუ უკეთესად შეძლებთ საქმის კეთებას. მაშინ როდესაც ჰოსპიტალთან მიმართებაში მიდიოდა მუშაობა იმაზე, რომ უკეთესად როგორ განვითარებულიყო, თქვენ სხვა მიმართულებით წახვედით და არ მომხდარა არანაირი ჩვენი მოსზრებების გათვალისწინება, აქედან გამომდინარე მე პირადად ძალიან ბევრი კითხვები მექნება და იმედია პასუხებსაც მივიღებ.

ერთს აუცილებლად ვიტყვი, სანამ ვეტერანთა სამსახურში ისეთი ადამიანი არ მოვა, რომელიც მარტო ხელისუფლების წინაშე კი არა, ვეტერანების წინაშეც პასუხისმგებელი იქნება, მანამ არაფერი ეშველება ამ სამსახურს.

ვფიქრობ, ადამიანური მიდგომა უფრო მეტ საქმეს აკეთებს, ვიდრე პრინციპული მიდგომა. ეს რა თქმა უნდა ეს ჩემი კეთილი რჩევაა…“-ნათქვამია მიმართვაში.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“გავაგონოთ ივანიშვილს და მის პრეზიდენტს ხალხის პროტესტი!..”-აქცია ათონელზე

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის პარალელურად ათონელზე, პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია მიმდინარეობს. ზაალ უდუმაშვილის თქმით, რეზიდენციასთან აქცია ...