Home » მთავარი » ქვემო ქართლში სპეცოპერაციის შედეგად 25-წლამდე მამაკაცი დააკავეს

ქვემო ქართლში სპეცოპერაციის შედეგად 25-წლამდე მამაკაცი დააკავეს

ქვემო ქართლში, სოფელ ყარათაკლიაში სპეცოპერაციის შედეგად 25-წლამდე მამაკაცი დააკავეს.

სოფლის მცხოვრებლების თქმით, დაკავებული მამაკაცი ბოლო წლების განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა და თავს ვაჭრობით ირჩენდა. 

მათივე თქმით, სოფელში რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა და მშობლებთან ერთად ცხოვრობდა.

ყარათაკლიაში, ერთ-ერთ სახლთან სპეცოპერაცია დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

 

Facebook Comments
x

Check Also

კახაბერ გვანცელაძემ შეძენილი სათამაშოები აღსაზრდელებთან ერთად დაათვალიერა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ დედაქალაქში მოქმედი 181 ბაგა-ბაღისთვის ნახევარ მილიონამდე ლარის ღირებულების სათამაშოები შეისყიდა. ...