Home » ეკონომიკა » “ქვეყანამ საკუთარი პროდუქციის წარმოება უნდა დაიწყოს”

“ქვეყანამ საკუთარი პროდუქციის წარმოება უნდა დაიწყოს”

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ  ქვეყანამ საკუთარი პროდუქციის წარმოება უნდა დაიწყოს. ამის შესახებ  დეპუტატმა „მედიაცნეტრ მთავარში“ ისაუბრა.

ბექა ნაცვლიშვილმა ხელისუფლებას რამდენიმე რეკომენდაციით მიმართა:

„პირველი და აუცილებელი რეკომენდაციაა  საკვების კონტროლი მარკეტებში. შემოსავალი მცირდება, საკვებზე უარს ვერავინ იტყვის და მასზე ფასები იზრდება. ასევე უნდა მოხდეს მოსახლეობის ფინანსური დახმარება. დღესვე უნდა დავიწყოთ ფიქრი სასურსათო უსაფრთხოებაზე. უნდა დავიწყოთ საკუთარი სასურსათო პროდუქციის წარმოება და ლარს ამხელა შეზღუდვა აღარ ექნება. პირველ რიგში უნდა დავიწყოთ  მარცვლეულის წარმოება, შემდეგ მეცხოველეობა, მეფრინველეობა განვავითაროთ. ქათმის ხორცი უნდა გათავისუფლდეს დღგ-სგან. უნდა მოვიყვანოთ ბოსტნეული და ხილი,  რადგან ეს პროდუქცია სეზონურია,  გვჭირდება სამაცივრე და სასაწყობო ინფრასტრუქტურა, რაც 400 მილიონ ლარამდე დაჯდება. ამაზე უნდა იზრუნოს  სახელმწიფომ და არა კერძო პირმა.

ნაცვლიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ შექმნილმა ვითარებამ გამოავლინა  მედპერსონალის რესურსი, რომელსაც ხელშეწყობა სჭირდება.

„ჩვენმა ეკონომიკამ შეიძლება უფრო მარტივად გადაიტანოს კრიზისი, თუ წარმოებას დავიწყებთ. ჩვენ ყველა მიმართულებით ვართ დაბალ განვითარებულ საფეხურზე. ჩვენ ვართ მომხმარებელი და საკუთარს არაფერს ვქმნით. ახლა რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის სოფლის მეურნეობის,  სამედიცინო სექტორის განვითარება, რაც ქვეყანას დიდ შემოსავალს მოუტანს” – განმარტა დეპუტატმა.

Facebook Comments
x

Check Also

“რაც არასდროს არ მითქვამს…”

ინტერპელაციის წესით პარლამენტში მიწვეულმა პრემიერმა ოპოზიციის კრიტიკას უპასუხა იმასთან დაკავშირებით, რომ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის მიუხედავად, საქართველოს ...