Home » მთავარი » „ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა შესაცვლელია!”

„ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა შესაცვლელია!”

ვიცე-პრემიერი კახა კალაძე პარლამენტთან მიმდინარე აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა შესაცვლელია.

-„ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა შესაცვლელია. მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრმა ამ რეფორმის დაჩქარება სთხოვა პარლამენტს. ჩვენთვის მიუღებელია, როცა ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლის მიერ თუნდაც ეჭვის დონეზე ვუშვებთ ნარკოტიკის ჩადების შესაძლებლობას. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი წარსულში დარჩება, როცა მოხდება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია. სრულიად დაუშვებელია რომელიმე მათგანის ქმედებამ ჩირქი მოსცხოს ჩვენს პოლიციელებს, მიდის მოკვლევა და თუ ვინმეა დამნაშავე, ყველა ადეკვატურად დაისჯება“-განაცხადა კალაძემ.

 

Facebook Comments
x

Check Also

“79 სკოლის მოსწავლეს, რომელიც დღეს აშშ-ში იმყოფება, საქართველოში ჩამოვიყვანთ”

გიორგი გახარია – საქართველოს და აშშ-ს მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, 79 ქართველ სკოლის მოსწავლეს, რომელიც დღეს ...