You are here
“ქვეყანაში სიმართლის დამტკიცება ბერას სტატუსზეა დამოკიდებული” მთავარი სამართალი 

“ქვეყანაში სიმართლის დამტკიცება ბერას სტატუსზეა დამოკიდებული”

გიორგი მამალაძემ დღეს სააპელაციო სასამართლოში  პროცესზე კვლავ თავის უდანაშაულობის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ის უსამართლობის მსხვერპლია და პატრიარქმა მისი თანამდებობაზე დანიშვნით ცალკეულ პირებს ეკლესიის ქონებაში უხეშად ჩარევა აეკრძალათ.

„ სამწუხაროა,  მაგრამ ფაქტია –  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ის ზეწოლის მსხვერპლია. სახალხო დამცველს აკრიტიკებენ, რადგან მან ციანიდის საქმეზე თქვა, რომ მართლმსაჯულება არ აღსრულდა. ქვაყანაში სიმართლის დამტკიცება და თავისუფლების მოპოვება ბერა ივანიშვილის  სტატუსზეა დამოკიდებული. ჩვენ გვყავს მთავარი პროკურორი, რომელიც უკანონოდ და უსამართლოდ დასჯილი ბატონი გვიჩიანის საქმიდან დაწყებული, მოლაშვილის საქმით დამთავრებული, ბრალმდებელი იყო“- განახადა გიორგი მამალაძემ სააპელაციო სასამართლოში  გამართულ პროცესზე.

სასამართლო სხდომა 20 დეკემბერს გაგრძელდება.

Comments

comments

Related posts