Home » მთავარი » ქუთაისის ბაზრებში ფრინველი იხოცება?

ქუთაისის ბაზრებში ფრინველი იხოცება?

 

დავით ცხვარაძე 

“ქუთაისში ნინოშვილის ბაზარში დახოცილი ფრინველები დღეს გადაყარეს” – ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტოს კონფიდენციალურმა წყარომ აცნობა.  მოვაჭრეებმა ფრინველი  სამტრედიასა და თერჯოლაში იყიდეს და მის რეალიზაციას ქუთაისის ნინოშვილის ბაზარში ახდენდნენ, თუმცა მათ ამით ძალიან იზარალეს. ფრინველი დღეს დილით გალიებში დახოცილი ნახეს.  ინფორმაციის გადასამოწმებლად ახალი ამბების საგენტო geomediatv.ge ნინოშვილის ბაზარშიც მივიდა, თუმცა ინციდენტის შესახებ მოვაჭრეებმა  არ დაადასტურეს.  მეტიც, მათ განმარტეს, რომ ფრინველი არა ჭირით, არამედ მგზავრობისას დაეხოცათ.

„ეშინიათ, რადგან კლიენტს დაკარგავენ. სიცრუეა, თითქოს მგზავრობისას დაეხოცათ. როდესაც რაიონებიდან ჩამოვიდნენ, ფრინველები ვოლიერში დატოვეს და დილით დახოცილი დახვდათ.  რომ არ ჭამეს, გუშინვე შევამჩნიეთ, რომ რაღაც პრობლემა ქონდათ.  არ დაიჯერეს იაფად ყავდათ ნაყიდი და იზარალეს.  დღეს კი ჩუმად გადაყარეს.“ – აცხადებს ჩვენთან კონფიდენციალური წყარო.

Facebook Comments
x

Check Also

ტალიაშვილის ინიციატივით და კერძო სექტორთან თანამშრომლობით ზღვისუბანში შეჭირვებული ოჯახების მხარდასაჭერი აქცია გრძელდება

თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის მაჟორიტარი დეპუტატის, თამარ ტალიაშვილისა და კერძო სექტორის ერთობლივი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ზღვისუბანში ...