Home » მთავარი » ქუთაისის მოსახლეობა სკვერის გასხვისებას აპროტესტებს

ქუთაისის მოსახლეობა სკვერის გასხვისებას აპროტესტებს

 

დავით ცხვარაძე

ამ წუთებში ხმაურია ქუთაისის მერიაში, სადაც ბუხაიძის ქუჩის მოსახლეობაა შეკრებილი. აქციის მონაწილეები მათ ქუჩაზე კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის გასხვისებას აპროტესტებენ.  ისინი ამბობენ, რომ კაფე “ფლამინგოს” მშენებლობას არ დაუშვებენ. აქციის მონაწილეები განმარტებით, ქუთაისის მერი თავს არიდებს მათთან შეხვედრას. ისინი დღეს იმერეთის გუბერნატორის პირველ მოადგილეს პაატა ნადირაძეს შეხვდნენ. ნადირაძემ მათ გვერდით დგომა აღუთქვა. ქუთაისის მერიის პრესსამსახურში  აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

Facebook Comments
x

Check Also

ყველას ვალია გამოვიყენოთ ნებისმიერი ტრიბუნა ვაჟა ექიმის გასათავისუფლებლად

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანისა და დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქართული მხარე ...