Home » მთავარი » ქუთაისის საავადმყოფოში მიცვალებულები აერიათ

ქუთაისის საავადმყოფოში მიცვალებულები აერიათ

ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში მიცვალებულები აერიათ. ფაქტის შესახებ ერთ-ერთი ოჯახისთვის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღის შემდეგ გახდა ცნობილი.

დღეს ორივე გარდაცვლილს ასაფლავებენ, ცხედრები ოჯახებმა რამდენიმე საათის წინ გაცვალეს.

შემთხვევა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მოხდა. მეორე გარდაცვლილის ოჯახი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.

“ხუთი დღე სხვის მიცვალებულს ტიროდა ოჯახი. გამოყვანის დროს შვილს კი შეეპარა ეჭვი, მაგრამ იფიქრა, რომ ავადმყოფობის მერე შეეცვალა სახე მიცალებულს. რას წარმოიდგენდა თუ ეს მოხდებოდა. სახელი და გვარიც მიწერილი ჰქონდა. ეს იყო საავადმყოფოს შეცდომა”, – ამბობს “იმედთან” ოჯახის ახლობელი.

 

Facebook Comments
x

Check Also

ვისაც წინა ხელისუფლების ძალადობრივი რეჟიმი და ის სისასტიკე ენატრება ვერასოდეს ვერ შევთანხმდებით

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია საკუთარ  ფეისბუქ გვერდზე მიმართვას ავრცელებს , ტექტს უცვლელად გთავაზობთ: ...