Home » მთავარი » ქუთაისში მკვდარი, შეფუთული ძაღლები მდინარე წყალწითელამ გამორიყა (ფოტოები)

ქუთაისში მკვდარი, შეფუთული ძაღლები მდინარე წყალწითელამ გამორიყა (ფოტოები)

დავით ცხვარაძე

ქუთაისში მდინარე წყალწითელა ბოლო რამდენიმე კვირა მკვდარ შეფუთულ ძაღლებს რიყავს. მსგავსი შემთხვევა დღეს ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმაც დააფიქსირა.

ვინ თამაშობს ცხოველების ბედით?ბედით რომელიც უმეთვალყურეო ცხოველებს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ არგუნა? ეს კითხვა პასუხგაუცემელი რჩება, თუმცა ფაქტია, რომ მკვდარი ძაღლი პოლიეთილენის პარკში თვითონ ვერ გაეხვევა.

შეგახსენებთ: ქუთაისში ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით უმეთვალყურეო ძაღლები ქუთაისის მოსახლეობას მიუსიეს. ქალაქში ყველგან შეხვდებით ძაღლებს, რომლებიც გამოჩენას არსად ერიდებიან, არიან ყველგან, სადაც საზოგადოების თავშეყრის ადგილებია, უმეთვალყურეო ცხოველებს ვნახულობთ ქუთაისის მერის წინაც.

Facebook Comments
x

Check Also

სააღდგომო ლიტურგიას თვალ-ყურს ვადევნებ სახლიდან, ეს ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გეგმავს, სააღდგომო ლიტურგიას ტელევიზორში უყუროს. „მე, როგორც ერთი ცალკე აღებული ქრისტიანი, ...