Home » მთავარი » ქუთაისში მოშიმშილე დედა შესაძლოა დააკავონ?

ქუთაისში მოშიმშილე დედა შესაძლოა დააკავონ?

დავით ცხვარაძე

ნანა დეისაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესდა, რის გამოც შიმშილობის აქცია შეწყვიტა.

გაუსაძლისი პირობების გამო ქალი ცუდად გახდა და სამედიცინო ბრიგადით საავადმყოფოში გადაიყვანეს, ქალბატონი შვილებთან ერთად სახლში იმყოფება, გუშინ ახალგაზრდა ქალის დასახმარებლად ცენტრალურ ბულვარში საქველმოქმედო აქციაც გაიმართა, სადაც შემოსული თანხები ოჯახს უკვე გადაეცა, აქციისას ცნობილი გახდა რომ 5 შვილის დედა შესაძლოა სამართალდამცავმა უწყებამ დააკავოს, მიზეზი სხვის საკუთრებაში თვითნებურად შეჭრა სახელდება.

დეისაძის განცხადებით მურღულიას უწყება მას საერთოდ არ დახმარებია, მხოლოდ სამი დღით საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას დაჰპირდნენ, თუმცა ქალბატონმა ამ დახმარებაზე უარი განაცხადა, მისივე თქმით არანაირი დახმარება არც გუბერნიის სამსახურიდან  მიუღია.

ჩვენ ვცადეთ დაკავშირება თავად აქციის მონაწილე ნანა დეისაძესთან, თუმცა მისი ჯამრთელობის გაუარესების გამო ოჯახმა გვითხრა, რომ ლაპარაკი არ შეუძლია.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

გირჩი წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ პარტიული სიით

ზურა ჯაფარიძე “გირჩი” “შემოდგომაზე ხელისუფლების ცვლილებისთვის მაჟორიტარულ ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმება არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ...