Home » მთავარი » ქუთაისში მშენებლობაზე ორი მუშა დაიღუპა

ქუთაისში მშენებლობაზე ორი მუშა დაიღუპა

ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე კორპუსის მშენებლობაზე ორი მუშა დაიღუპა. ეს ინფორმაცია imedinews-ს შსს-ში დაუდასტურეს. გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო და სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

უბედურ შემთხვევას ქუთაისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ქალაქის მერი გამოეხმაურა. გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, მშენებლობების საკითხი მოსაწერიგებელი და წესები გასამკაცრებელია.

 

 

Facebook Comments
x

Check Also

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო

საქართველოს პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ერთობლივად წარმოებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დადგენილ იქნა, ...