Home » მთავარი » ქუთაისში ჟურნალისტი სერგო (ბუბა) ჩივაძე სცემეს

ქუთაისში ჟურნალისტი სერგო (ბუბა) ჩივაძე სცემეს

დავით ცხვარაძე

ქუთაისში წუხელ გვიან ღამით ჟურნალისტ სერგო (ბუბა) ჩივაძეს თავს დაესხნენ.   სააინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო “ქუთაისითუდეის” დამფუძნებელი უცნობმა პირმა  სასტიკად სცემა. ამ დროისათვის დაზარალებული ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.  შსს-ს ინფორმაციით, ჟურნალისტზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირის ვინაობა უკვე დადგენილია და მიმდინარებს სამძებრო საგამოძიებო მოქმედებები. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე,  ძალადობის მუხლით აღიძრა, რაც 2-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Facebook Comments
x

Check Also

“თუ ხელისუფლებისთვის მაჟორიტარი ასე მნიშვნელოვანია, რატომ წაართვა დუშეთს არჩევის შესაძლებლობა?!.”

დუშეთის საკრებულოს წევრი მერი ფოლოდაშვილი საკრებულოს სხდომებს პროტესტის ნიშნად არ დაესწრება მანამ, სანამ ქუჩაში ადამიანები ...