Home » მთავარი » ღაზის სექტორში ომი შესაძლოა, ნებისმიერ დროს დაიწყოს

ღაზის სექტორში ომი შესაძლოა, ნებისმიერ დროს დაიწყოს

ღაზის სექტორში ომი შესაძლოა, ნებისმიერ დროს დაიწყოს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

გამოცემა „უპის“ ინფორმაციით, სამხედრო კონფლიქტის დაწყების ალბათობა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე არსებობს. ისრაელში არჩევნები 17 სექტემბერს არის დაგეგმილი.

ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, არჩევნების თარიღი არავითარი ფაქტორი არ იქნება.

მიმდინარე კვირაში ისრაელის არმიას და რადიკალურ მოძრაობა „ჰამასს“ შორის ურთიერთობა კიდევ ერთხელ დაიძაბა. სასაზღვრო ზონაში იყო შეიარაღებული დაპირისპირება. ასევე ისრაელის ავიაციამ ღაზის სექტორში „ჰამასის“ პოზიციები დაბომბა.

 

Facebook Comments
x

Check Also

მანქანაში 3 ადამინი – ამ წესს დამატება სჭირდება, რათა სტრესს და ხარჯებს ავარიდოთ ჩვენი მოქალაქეები…

გულიკო ზუმბაძე “ლელო” -სამ სულზე მეტი ოჯახი ერთი მანქანით ქალაქგარეთ ვერ გაემგზავრება, ასეთია საგანგებო მდგომარეობის ...