Home » ექსკლუზივი » ღამით დაწერილი ლექსები…ფსიქიატრიული…ცხოვრებისგან უკვე მიღებული ეკლები და მომავლის მიზანი – გაიცანით!

ღამით დაწერილი ლექსები…ფსიქიატრიული…ცხოვრებისგან უკვე მიღებული ეკლები და მომავლის მიზანი – გაიცანით!

დღეს გვინდა ერთი ახალგაზრდა გოგონა გაგაცნოთ. 16 წლის გოგონას მიზანი და ოცნება ჩვენთვისაც აღმოჩენა იყო. ამ ასაკში მისი თანატოლები სულ სხვა რამეზე ფიქრობენ, სხვანაირ გეგმებს სახავენ, თეო კი…თუმცა, ამ ასაკში ტკივილიც ნახა, ფსიქიატრიულშიც იწვა, რასაც არ მალავს და ცხოვრებამ ბევრი რამ მისი ასაკისთვის შეუფერებელ მუქ ფერებში დაანახა. ალბათ ამიტომაც აქვს უკვე სამომავლოდ მიზანიც დასახული და…თუმცა, თავად მოუსმინეთ.

მაშ ასე, გაიცანით თეა ჯიქიძე.

დაიბადა 2001 წლის 10 აგვისტოს, ბათუმში. წერს ლექსებს, ხატავს პორტრეტებს, მართავს პოეზიის საღამოებს და ბევრს ოცნებობს.

-„ ჩემი ოცნებაა, ბავშვთა ფსიქოლოგი გავხდე. ეს იმიტომ გადავწყვიტე, რომ უამრავ ბავშვს გარდატეხის ასაკში პრობლემები აქვს, ჩემი გამოცდილებიდან ვიცი. იმედი მაქვს, ოცნება ამისრულდება. მინდა, ბავშვთა დღის ცენტრი გავხსნა, სადაც ფსიქოლოგები და ფსიქიატრები იმუშავებენ. ასევე უნდა დავეხმაროთ ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებს. აი, ეს არის ჩემი ოცნება… მიუხედავად ასაკისა, ცხოვრებაში უამრავი დაბკოლება გადავლახე. საკმაოდ დიდი დრო გავიდა, რაც სკოლაში და მეგობრებთან არ ვჩანდი. რას ვაკეთებდი? ვწერდი, მე წერით მივაგენი იმ სიძლიერეს, რომელმაც ცხოვრების აზრზე მომიყვანა – მასწავლა, თუ რას ნიშნავს სიცოცხლე. რა პრობლემაც არ უნდა გქონდეს, არასდროს ფარხმალი არ დაყარო! პრინციპში, ლექსი ყველას დაუწერია, მაგრამ გააჩნია ლექსს… გარდა რითმისა, ფორმისა და შინაარსისა, უნდა იყოს ფრაზა, არ თქმული ფრაზა.

-თეა, შენ პოეზიის საღამოებსაც ატარებ.

-მე დამოუკიდებლად ვატარებდი პოეზიის საღამოებს… 15 წლის ვარ და ამ ყველაფერს გამბედაობა სჭირდება, კიდევაც ვბედავდი – ქართული გვარების საპატიო წევრი გავხდი, ძალიან მრცხვენოდა, როცა გამომაცხადეს პოეტად, ეს ჩემში გარკვეულ უხერხულობას იწვევდა – კომპლექსს და კითხვის ნიშნებს ბადებდა. ეს ლექსები, ყველა ფსიქიატრიულ საავადმყოფოშია დაწერილი…

არ მრცხვენია, რომ მე იქ ვიწექი, საჭირო იყო იმ მომენტში იქ ყოფნა. ძალიან კარგი ადამიანები გავიცანი, დღესაც მაქვს ურთიერთობა მათთან. რომანი დავწერე, მინდა, რომ დავბეჭდო, ფსიქოლიგიას ეხება. თითქმის ყველა ლექსი ღამით არის დაწერილი… მე მიკვირს და შემდეგ უკვე ვცდილობ, რაციონალურად ვუპასუხო ამ გაკვირვებას, ემოციას, სიყვარულს, ტკივილს, ბედნიერებას და ასე შემდეგ…

-წერა როდის დაიწყე?

-წერა ადრეულ ბავშობაში დავიწყე, მე-4 კლასში. შემდეგ შევწყვიტე, ისევ რამდენიმე ლექსი დავწერე და გავაგრძელე.

-შეუძლება უხერხული კითხვაა, მაგრამ რატომ იწექი ფსიქიატრიულ კლინიკაში?

-კლინიკაში იმიტომ აღმოვჩნდი, რომ არასწორი მედიკამენტი დამინიშნა ექიმმა. ვერ ვიტყვი, დღეს არაფერი მაწუხებს-მეთქი… ისეთი ცხოვრება მოვიდა, ყველას რაღაცა გვაწუხებს. მეგობრებთან ვამბობ, რომ ჩემი სული არის სამასი წლის… მე რისი გაკეთებაც მსურს, იმას ვერ ვაკეთებ და აი, ამიტომ… დღევანდელი საქართველოთი არ ვარ კმაყოფილი, არ არის მოწესრიგებული სწავლა-განათლება. მაგალითად, ფსიქიურად დაავადებული ადამიანებისთვის არ არის ცენტრი, სადაც ადამიანები მოთავსდებიან და გამოჯანმრთელდებიან, საზოგადოება მათ რიყავს, გული ამაზე მტკივა. მერე რა, რომ ადამიანი ავადაა?

-ვიცი განსაკუთრებული თხოვნა გაქვს უფალთან.

-ყოველთვის ვთხოვ უფალს, რომ ჩემი ქვეყანა კარგად იყოს.

-თეა, ვიცი ყველა ლექსი ერთნაირად საყვარელი იქნება, მაგრამ განსაკუთრებულად რომ გიყვარს, იქნებ ის ლექსები წაგვიკითხო.

მედარდები და თან როგორ მედარდები …. მელანდები!

…მზედ, ვარსკლავად მელანდები… მესიზმრები!

… მიუწდომლად. უმად, სიზმრად მესიზმრები… მეხატები!!..

წვიმის წვეთში ცისარტყელად მეხატები…. მეფერები!…

მზის სხივებად, თოვლის ფიფქად, წვიმის წვეთად მეფერები …

მე ვქრები… !

ასოთწყობის სიყვარულად მე ლექსები!… მესიზმრები!….

დაღ ფურ-ირმად მთის… ფერდობზე მესიზმრები….

მენატრები!!!…

მუდამ, დროის მიღმაც მენატრები….

მეყვარები !!!

სანთლით ხატთან, წრფელი გულით, გეფერები მეყვარები!!!!

…….

მიწას დამხობილი შენი ტოლის მდები,

მუხლით დაჩოქილი შენი შენადრები,

თვალი მარგალიტებრ-შავად გიელვარებს,

მზე ხარ გაბადრული ცა ხარ ნაავდრები,

წვიმა ღვრად, სული ხელში ჩამექცევა,

შავი ღამეები თეთრათ ნათევია,

შენით დამავიწყდა ყველა ტკივილი,

სანთელს დაუჩდილავს შუქი მოელვარე,

გაუნათებია სული დანარევი,

ძალებს დაუხრია მხრები უდრეკელი,

დაუჩოქებია მკერდი უხლებელი,

მსხვერპლად წაუღია გული ნაზად მცემი,

სული ამღერდა ადრე, თუ ბღაოდა,

და ამ სიმღერებით ნელ-ნელა ვქრები,

არვის ათქმევინო…

-წარმატებები და მიზნის ახდენას გისურვებთ, იმედია კიდევ არაერთხელ შევხვდებით.

თეას ნახატებიდან

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ბიზნეს ასოციაცია შეიქმნა

საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ბიზნეს ასოციაცია შეიქმნა, რომლის პრეზენტაციაზეც, გიორგი ჩახნაშვილმა საქართველოში ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პირველი ...