Home » მთავარი » ღოღობერიძე: „ოცნების“ ოფისებთან 24 სათიან რეჟიმში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები მორიგეობენ

ღოღობერიძე: „ოცნების“ ოფისებთან 24 სათიან რეჟიმში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები მორიგეობენ

ბათუმში, პროკურატურასთან არასამთავრობო ორგანიზაციაკორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრისთავმჯდომარე მერაბ ღოღობერიძე იმყოფებოდა.

    -„მივმართავ პროკურატურას დაინტერესდეს „ქართული ოცნების“ ოფისებთან 24 სათიან რეჟიმში რატომ მორიგეობენ და რატომ უთვალთვალებენ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ოფისებში მყოფ ადამიანებს.

ჩვენი ინფორმაციით ლევან ვარშალომიძის თაოსნობით და დავალებით შექმნილია ჯგუფები, ამ ჯგუფებს კორდინაციას უწევს ქ. ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან ნოდარ დუმბაძე. აღნიშნული პირები აკეთებენ ჩანაწერებს, შემდეგ ავრცელებენ და აშანტაჟებენ კომისიის წევრებს.

14793934_1085847608118628_1872420007_n

ამ თვალთვალის შემდეგ ლევან ვარშალომიძემ ბრიფინგი გამართა და თავიც გაიშიფრა, რომ თვალთვალი ნამდვილად მიმდინარეობს.

მოვითხოვთ ფარული ჩანაწერების გადამღებების დასჯას და გამოძიების დაწყებას“-განაცხადა პროკურატურასთან ღოღობერიძემ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ლევან ვარშალომიძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა.

%d1%81%d0%bd%d0%b8%d0%bc%d0%be%d0%ba

რა მიზნით იმყოფებოდნენ, წინასაარჩევნოდ, საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები “ქართული ოცნების” შტაბში?  ამ კითხვით, “ნაციონალური მოძრაობის” სიის პირველი ნომერი მმართველ პარტიას მიმართავს. ლევან ვარშალომიძის ინფორმაციით, “ქართული ოცნების“ ხელვაჩაურის ოფისში საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები და მოადგილეები არიან დაბარებულები, რაც მისი შეფასებით,  კანონდარღვევაა. “ნაციონალური მოძრაობის”  წევრები  ვიდეო მასალას ავრცელებენ,  სადაც მათი თქმით, ჩანს  როგორ შედიან საუბნო საარჩევნო ადმინიტრაციის წარმომადგენლები “ქართული ოცნების” შტაბში.

 

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“საშინელ სიზმარშიც არ დაგვესიზრმებოდა…”

დავით ნებიერიძე საზოგადოება “ივერია” -ვუსმინე შანდეროვიჩის ლექციას ტვ”დოჟდზე”, სადაც ის განიხილავს რუსეთში შექმნილ პოლიტიკურ მოცემულობას ...