Home » მთავარი » ღოღობერიძის მეუღლე კახიშვილს მიმართავს და მის პრესცენტრს სიცრუეში ადანაშაულებს

ღოღობერიძის მეუღლე კახიშვილს მიმართავს და მის პრესცენტრს სიცრუეში ადანაშაულებს

ბათუმის 11-12 მარტის მოვლენების ორგანიზების ბრალდებით დაკავებული მერაბ ღოღობერიძის მეუღლე მალვინა ლომიძე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს კახა კახიშვილს საჯაროდ მიმართავს და მის პრესცენტრს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

მალვინა ლომიძე განცხადებას აქვეყნებს:

 -სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს კახა კახიშვილს!

მინდა გაცნობოთ, რომ თქვენი ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი სამსახურის ზოგიერთი თანამშრომელი რადიკალურადაა თქვენგან განსხვავებული და არ იზიარებს თქვენს შეხედულებებს პატიმრებისა და მათი ოჯახების მიმართ ადამიანური დამოკიდებულებების გამოხატვის კუთხით.

გუშინდელი განცხადება თქვენი პრესცენტრის მიერ გაჟღერებული სასტიკად შეურაცხმყოფს მე, მერაბ ღოღობერიძის მეუღლეს, აღნიშნული განცხადება არის სრული სიცრუე და ამის მტკიცებას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება, თურმე მერაბის სახელზე მხოლოდ 2- ჯერ არის ამანათი – 2 ხაჭაპური და 2კგ ვაშლი შესული და ეს განაცხადა პრესსამსახურმა მაშინ, როცა პირადად მე ვიყავი ჩასული ქუთაისის #2 დაწესებულებაში ჩემს მეუღლესთან 2017 წლის 4_მაისს, 15_მაისს, 23_მაისს, 30_მაისს, 6_ივნისს და ბოლოს თავის დაბადების დღეზე 16_ივნისს, ყველა ვიზიტისას ჩემი პირადობით ვგზავნიდი ამანათს ბ-202 კორპუსში, 3 პატიმრის სახელზე გოჩა შაფაქიძის, გიორგი კუკავას და მერაბ ღოღობერიძის სახელზე, რადგან შეზღუდვაა და ერთ პატიმარზე 5კგ ხილის 5 ლიტრი წვენის და 2 ცალი ხაჭაპურის მეტი არ შეიძლება. ასევე უამრავი ქვითარი მივიღე ფოსტით გამოგზავნილი მერაბის მიერ, რომელშიც კარგად ჩანს განხორციელებული ყიდვები მაღაზიაში.

მსგავსი ცილისმწამებლური განცხადებები ვინ თუ არა თქვენ იცით, რომ დასჯადია, გთხოვთ, გაატაროთ ზომები და დასაჯოთ თქვენი და თქვენი სამსახურის იმიჯის არა კეთილისმოსურნე თანამშრომლები და მოახდევინოთ ბოდიში იგივე საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით.

განცხადებას თან ახლავს ქვითრებიც.

   შეგახსენებთ, რომ ღოღობერიძე ციხეში არსებულ პირობებს აპროტესტებს. ბრალდებული ამბობს, რომ საკანში ტარაკნები არიან, ყოველდღიური ულუფა კი იმდენად მცირეა, რომ ახლობლების დახმარებით იკვებება.

“გარედან ლამაზ, შიგნით ჩამპალ ციხეში ვართ. არაადამიანურ პირობებში ვიმყოფებით. ციხეში რომ გამოვიკვებო, საჭმელს ოჯახი მიგზავნის. ადამიანის უფლებები სრულად დარღვეულია. დაცული არ არის ჰიგიენა”,- აცხადებს ღოღობერიძე.

იხ. ლინკი

http://www.geomediatv.ge/%e1%83%a9%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%9a-%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97-%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%90%e1%83%93/

 

Facebook Comments
x

Check Also

საგარეო უწყება შეშფოთებას გამოთქვამს

საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები კიდევ უფრო ამწვავებს უსაფრთხოების გარემოს და ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას ...