You are here
ღუდუშაურის კლინიკაში დოდო გუგეშაშვილი იკითხება მთავარი ყველა სიახლე 

ღუდუშაურის კლინიკაში დოდო გუგეშაშვილი იკითხება

ღუდუშაურის კლინიკაში დოდო გუგეშაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს. ამის შესახებ ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა განაცხადა.

დაკითხვის პროცესს თავად ნიკოლეიშვილი დაესწრება, რომელიც ამ მიზნით კლინიკაში რამდენიმე წუთის წინ მივიდა.

დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, მკურნალობას კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს.

რაც შეეხება შვიდ თებერვალს მომხდარ ფაქტს და გავრცელებულ ცნობას, თითქოს შემთხვევის დროს დოდო გუგეშაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა, მისი ძმა ამას კატეგორიულად გამორიცხავს.

7 თებერვალს დოდო გუგეშაშვილს საკუთარ სახლში თავს დაესხნენ. მასთან ერთად ესროლეს მის შვილს, 33 წლის გრიგოლ გუგეშაშვილს, რომელიც ადგილზე დაიღუპა.

დოდო გუგეშაშვილის ვაჟს, გრიგოლ გუგეშაშვილს, სავარაუდოდ, ხუთშაბათს დაკრძალავენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს გუგეშაშვილის მეგობარმა დავით მუხიგულმა განუცხადა.

„ნოდარ გუგეშაშვილის დაკრძალვა სამშაბათისთვის ვერ მოესწრება, ამიტომ სავარაუდოდ, ხუთშაბათს დავკრძალავთ. ხოლო დოდო გუგეშაშვილს შვილის გარდაცვალების ამბავს ალბათ, ხვალ ვეტყვით. ველოდებით საპატრიარქოდან მეუფის მოსვლას, რომ უთხრას შვილის ამბავი. დოდოს გადაყვანა დაკრძალვაზე ძნელია, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ რეანომობილით მივიყვანოთ, ემოციური ქალია და ექიმები გვერდით უნდა ჰყავდეს. ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორც ექიმებმა გვითხრეს სტაბილურია. რაც შეეხება პალატაში გადაყვანას, ჯერ არ გადაუყვანიათ და ამბობენ, რომ ხვალისთვის გადაიყვანენ“, – განაცხადა დავით მუხიგულმა.

შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლები).

 

Comments

comments

Related posts