Home » მედიცინა » ყვავილის ვირუსის დროს ასეთი პირბადეებით მუშაობდნენ

ყვავილის ვირუსის დროს ასეთი პირბადეებით მუშაობდნენ

დაავადებათა ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლუგარის ლაბორატორია “კოვიდ 19”-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობს. პაატა იმნაძის განმარტებით, კორონავირუსის ვაქცინაზე მუშაობა არ ხდება, რადგან ლაბორატორიის მოდელი არ არის ამაზე გათვალისწინებული. როდესაც ამა თუ იმ ვაქცინაზე მუშაობენ, საჭირო ცხოველებზე ჩატარდეს ცდები, რაც ჩვენი ლაბორატორია ამის საშუალებას არ იძლევა.   “ჩვენი ცენტრის აღზრდილი გიორგი ბაბლუაძე ამჟამად მუშაობს კანადაში ამ ინფექციის კვლევებზე. ის მუშაობდა ებოლას საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე და მე დიდი იმედი მაქვს რომ გვასახელებს.” – აღნიშნა იმნაძემ.

პაატა იმნაძემ ასევე უწყვეტ რეჟიმში მომუშავე პირებს და მათ ხელმძღვანელბს რეკომენდაცია მისცა, რომ შეიმუშაონ სტრატეგია და თანამშრომლები დაყონ ბრიგადებათ, ერთმა ნაწილმა იმუშაოს და მეორემ დაისვენოს და დასვენების დრო კარანტინთან მიახლოებულ პირობებში გაატარონ, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი დაინფიცირების რისკი.

რაც შეეხება სააფთიაქო ქსელში გამოჩენილ ქართული წარმოების ნიღბებს, იმნაძემ დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ადრე შავი ჭირის და ყვავილის ვირუსის დროს დოლბანდის პირბადეებით მუშაობდნენ, რადგან ეს ყველაზე კარგად იცავს ადამიანს ინფექციისგან, ამიტომ ექიმებსაც კი შეუძლიათ აღნიშნული პირბადეები გამოიყენონ, არათუ მოსახლეობამ.

Facebook Comments
x

Check Also

ოპოზიციის მოწოდება არის სრული დემაგოგია

ანრი ოხანაშვილი: ოპოზიციის მოწოდება, რომ საპარლამენტო ზედამხედველობასა და კონტროლში იყონ ჩართული, არის სრული დემაგოგია   ...