Home » კატეგორიის გარეშე » ყვარელში მოსახლეობა საძოვრების გასხვისებას აპროტესტებს

ყვარელში მოსახლეობა საძოვრების გასხვისებას აპროტესტებს

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის მოსახლეობა საძოვრების გასხვისებას აპროტესტებს.  ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს  და აქცია გამართეს. მათი განცხადებით,  სოფლის  ძირითადი შემოსავალი მესაქონლეობაა და საძოვრებისთვის სხვა ადგილი არ აქვთ.  ადგილობრივები ასევე ამბობენ, რომ აღნიშნულ ტერიტორია მერიამ მოულოდნელად გაასხვისა, რადგან ისინი 2000 წლიდან საიჯარო ხელშეკრულებით აღნიშნულ საძოვრებს იყენებდნენ.

აქციის მონაწილეებს  მუნიციპალიტეტის მერი შეხვდა, თუმცა სესიაშვილმა მათ განუმარტა, რომ საძოვრების გასხვისება აუქციონით, კანონის სრული დაცვით მოხდა. მერი ადგილობრივებს საკითხის მოგვარებას დაპირდა.  თუ  მუნიციპალიტეტი აღნიშნულ საკითხზე რეაგირებას არ მოახდენს, მოსახლეობა პერნამენტული აქციების გამართვას აპირებს.

 

Facebook Comments
x

Check Also

ოცნებამ 2012 წლის ყველა ერთგული და აქტიური ქალი მოიცილა

მაია სუხიშვილი -ახალ სახეებს რომ ეძებენ, “ქართული ოცნების” მაგალითზე რომ ვთქვათ, სწორედ ის სახეებია ახალი ...