Home » ანონსი » ყველაზე პატარა „ვეფხისტყაოსანი“ მსოფლიოში – საიუბილეო გამოცემა

ყველაზე პატარა „ვეფხისტყაოსანი“ მსოფლიოში – საიუბილეო გამოცემა

3 ივნისს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართება  წიგნის წარდგენა -ყველაზე პატარა „ვეფხისტყაოსანი“ მსოფლიოში, საიუბილეო გამოცემა ეძღვნება შოთა რუსთაველის 850 წლისთავს.

წიგნის ყველა ეგზემპლარი შეკერილია ხელით, წარმოადგენს საკოლექციო გამოცემას და
ყველაზე პატარა ზომის „ვეფხისტყაოსანს“ მსოფლიოში (3.5X3.7სმ.)

გამოყენებულია XVII საუკუნის კალიგრაფისტის, მამუკა თავაქარაშვილის და უცნობი მხატვრის მინიატურები „ვეფხისტყაოსანი“-ს „წერეთლისეული“ ნუსხიდან, რომელიც დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ტექსტი აღებულია 1937 წლის რედაქციიდან.

წიგნი დაბეჭდილია ტილოს ქაღალდზე, ყდა-ნატურალური ტყავი, რომელსაც აკრავს თითბერის გრავირებული ფირფიტები.
გამოცემა დანომრილია, თან ახლავს მაინდენთიფიცირებელი სერტიფიკატი, ლუპა და სასაჩუქრე ყუთი.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
ლადო გუდიაშვილის ქუჩა 7.

Facebook Comments
x

Check Also

თავდაცვის მინისტრმა ლატვიის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლატვიის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი  ხასიათის შეხვედრა გამართა.  ირაკლი ღარიბაშვილმა ინგრიდა ლევრენესს  საქართველოს ...