Home » მთავარი » “ყველას აქვს საშუალება, დასვან კითხვები და მიიღონ პასუხები…”

“ყველას აქვს საშუალება, დასვან კითხვები და მიიღონ პასუხები…”

ირაკლი კობახიძე: საყოველთაოსახალხო განხილვებში მონაწილეობის საშუალება ყველას აქვს

ეს არის უპრეცედენტო განხილვა, სადაც ყველას აქვს მონაწილეობის საშუალება. ყველას აქვს საშუალება, დასვას კითხვები და დასმულ შეკითხვებზე პასუხები მიიღოს“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ახალციხეში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის შემდეგ. ჟურნალისტის კითხვის პასუხად, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციას ყველა რეგიონში ჰქონდა შესაძლებლობა, განხილვებში სათანადო მონაწილეობა მიეღო.

„ვხედავთ, რომ საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტის ძალიან ფართო სპექტრი არის წარმოდგენილი. აბსოლუტურად, ყველა რეგიონში, ყველგან ჰქონდა ოპოზიციას იმის საშუალება, რომ სათანადოდ ყოფილიყო წარმოდგენილი ამ დარბაზებში და დაესვათ კითხვები. კითხვების სტატისტიკაც რომ ავიღოთ, უამრავი კითხვა ისმება სწორედ ოპონენტების მხრიდან, შეიძლება მეტიც კი იყოს ასეთი კითხვების რაოდენობა. ჩვენ გვახსოვს, როგორ წარიმართებოდა ხოლმე საკონსტიტუციო განხილვა წინა წლებში. ეს არის უპრეცენდენტო განხილვა, სადაც ყველას აქვს მონაწილეობის საშუალება. ყველას აქვს საშუალება, დასვან კითხვები და მიიღონ პასუხები დასმულ შეკითხვებზე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments
x

Check Also

პატრიარქი – არ არის შემთხვევითი ის, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია

„შემთხვევით არაფერი არ ხდება, არ არის შემთხვევითი ის, რომ საქართველო არის წილხვედრი ღვთისმშობლის”, – ამის შესახებ ...