Home » მთავარი » “ყველა ახალშობილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”

“ყველა ახალშობილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”

ლევან რატიანის ინფორმაციით, მათ კლინიკაში მოთავსებული ხუთივე ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურია, ასევე დამაკმაყოფილებელია “კოვიდ 19″-ით ინფიცირებული  ქალბატონის მდგომარეობაც.
„მეან-გინეკოლოგიურ სამსახურში გვყავს ორი ორსული რომელთაგან ერთი 22 კვირისაა, მეორე კი 8 კვირის. 22 კვირის ორსული რამდენიმე დღის წინ შემოიყვანეს და არც მას და არც მის ნაყოფს არანაირი პათოლოგია არ აღენიშნებათ. 8 კვირის ორსულს კი 37,4 ტემპერატურა უფიქსირდება, თუმცა გართულებების გარეშე. მასზეც მიმდინარეობს მონიტორინგი და სიმპტომური მკურნალობა. ორსული 19 წლისაა.
რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულებ პაციენტებს, რომლებიც საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობენ, მათი ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია და ისინიც მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან”- აღნიშნა ლევან რატიანმა.

Facebook Comments
x

Check Also

როგორც პოლიტიკური პარტია ვემზადებით გამარჯვებისთვის…

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ უზრუნველვყოფთ დემოკრატიულ, გამჭვირვალე და სამართლიან არჩევნებს, ამავე დროს, როგორც პოლიტიკური პარტია ვემზადებით ...