Home » კულტურა » ყველა დროის „ჯარისკაცის მამა“-სერგო ზაქარიაძე(ვიდეო)

ყველა დროის „ჯარისკაცის მამა“-სერგო ზაქარიაძე(ვიდეო)

1909 წლის 1 ივლისს დაიბადა სერგო ზაქარიაძე-ბუმბერაზი მსახიობი. დრო გავიდა, მაგრამ თაობიდან თაობას გადაეცემა მისი კინო-როლები. შეეძლო ტრაგიკული როლიც შეესრულებინა და კომიკურიც. ეს ბევრ მსახიობს არ ხელეწიფება. მისი გამოჩენისთანავე განსხვავებული გრძნობა ეუფლებოდა მაყურებელს.

ისეთი მსოფლიო აღიარება, როგორიც სერგო ზაქარიაძეს ხვდა წილად, ქართველი მსახიობებისგან არავის რგებია და ამავე დროს, მსახიობთა ამ პლეადიდან არავის უვლია აღიარების სანუკვარ მიზნამდე ისე ხანგრძლივად, იმდენი ჯაფით, როგორც ეს სერგო ზაქარიაძემ გააკეთა. მ. ლევინის ავტორობით გამოცემულია წიგნი „სერგო ზაქარიაძე“, რომელიც ნოდარ გურაბანიძემ თარგმნა.

ზაქარიაძის შემოქმედებაში ერთმანეთს ერწყმოდა ინტელექტუალიზმი, გაბედულება, ჩანაფიქრის ხორცშესხმისას აზრის სიცხადე და ემოციურობა, უკიდურესი სიზუსტე და სულიერი სითბო. იგი სცენური ხასიათების ფსიქოლოგიური დამუშავების ოსტატი იყო — დიდი გამომსახველობის მქონე დეტალებით, მსუყე, კონტრასტული საღებავებით, ფაქიზი ფსიქოლოგიური ნიუანსებით ძერწავდა სახეს.
ზაქარიაძის გმირთა ბუნებაში ვაჟკაცობა და ნებისყოფა ეხამებოდა ლირიზმს, სილბოს. მსახიობი თამაშობდა გმირულ, სახასიათო და კომიკურ როლებს.

https://www.youtube.com/watch?v=_sXodD2HcWY

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

თავდაცვის მინისტრმა ლატვიის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლატვიის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი  ხასიათის შეხვედრა გამართა.  ირაკლი ღარიბაშვილმა ინგრიდა ლევრენესს  საქართველოს ...