Home » მთავარი » “ყველა კანდიდატს, რომელიც ოცნებამ წარადგინა, აქვს შანსი გაიმარჯვოს”

“ყველა კანდიდატს, რომელიც ოცნებამ წარადგინა, აქვს შანსი გაიმარჯვოს”

-„ყველა სიაში ვერ მოხვდებოდა, ეს რა თქმა უნდა არის სამწუხარო, ჩვენ ამაზე არა ერთხელ გვისაუბრია, თუმცა მე მინდა ვისარგებლო შემთხევით და ყველა იმ ადამიანს მადლობა მოვახსენო, ვინც პირველივე დღიდან შემოკრებილი იყო ქართული ოცნების ირგვლივ. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი წლები გავატარეთ, ძალიან რთული დღეები გამოვიარეთ, ეს ეხება 2011-2012 წლებს. დღეს ქვეყანაში გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული რეალობა, ეს რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად, ამ ადამიანების დამსახურებაცაა. ეს ადამიანები ყველა გახლავთ თავისი წარსული ცხოვრებით შემდგარი ადამიანი და ისინი სადაც არ უნდა იყვნენ, გააკეთებენ ყველაფერს ჩვენი ქვეყნისთვის,ყველა კანდიდატს, რომელიც ქართულმა ოცნებამ წარადგინა, აქვს შანსი გაიმარჯვოს “- განაცხადა კახი კალაძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის შეფასებისას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ თანამდებობა ოფიციალურად უკვე დატოვა.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

კარატეს ეროვნულმა ფედერაციამ ვაჟა ექიმს შავი ქამრის 1-ლი დანი მიანიჭა

საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაცია უერთდება „თეთრი ხალათების აქციას“ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით! ფედერაციის პრეზიდენტმა, კახა ...