Home » ემიგრანტები » „ყველგან ავაფრიალებთ ქართულ დროშას და ავაჟღერებთ ქარულ ჰიმნს“ (ვიდეო)

„ყველგან ავაფრიალებთ ქართულ დროშას და ავაჟღერებთ ქარულ ჰიმნს“ (ვიდეო)

პატარა საქართველო იტალიაში. როგორც ღონისძიების ორგანიზატორმა და ინიციატირმა დარინა ჩაჩანიძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, იტალიაში მყოფი ქართველები მუდამ ეცდებიან სამშობლოს სახელის საზღვარგარეთ გატანას და საქართველოს გაცნობას უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის.

-„ეს არის ქართული სამოსის და კულტურის დემონსტრირება, ჩემი ინიციატივით გავაჟღერეთ საქართველოს ჰიმნიც. ჩემი მიზანია იტალიელებმა და არა მარტო იტალიელებმა გაიგონ რანი ვართ ქართველნი, კიდევ უფრო მეტი გაიგონ ქართული კულტურის შესახებ, კიდევ ბევრი იქნება ასეთი ღონისძიება. 

მალე იტალიაში, ქალაქ ფლორენციაში გაიხსნება საკვირაო სკოლა და ჩამოყალიბდება ჩოხოსანთა საზოგადოება.  ქართული სკოლის გახსნა აკურთხებს მამა ანდრია, ფლორენციის წმინდა ნინოს სახელობის- ტაძრის მოძღვარი.

მინდა მადლობა გადავუხადო ქართულ საზოგადოებას, ჩოხოსანთა საზოგადოებას,სამინისტროებს და სხვადასხვა სტრუქტურებს, ვინც გვერდით მიდგას და მეხმარება ამ დიდ საქმეში.

…ჩვენი საქართველო აქ არის“-გვითხრა დარინა ჩაჩანიძემ.

დარინასთან ვრცელ ინტერვიუს და სიუჟეტს იტალიიდან მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

 

Facebook Comments
x

Check Also

მწვერვალზე, საქართველოს ორი მოქალაქე დაშავდა

შსს განცხადებას ავრცელებს: შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ...