Home » მთავარი » ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ფარავდეს სრულიად საქართველოს-ხატები მოგზაურობას იწყებენ

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ფარავდეს სრულიად საქართველოს-ხატები მოგზაურობას იწყებენ

დღეიდან საქართველოს რეგიონებში მოსალოცად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის აწყურისა და ივერიის ღვთისმშობლის ხატები იმოგზაურებს. 

ხატები სამების საკათედრო ტაძრის ხარების ეკლესიიდან დღეს დილით წააბრძანეს. მათ დღეს ყაზბეგში, სტეფანწმინდის რაიონში, კერძოდ დარიალის ხეობაში, სნოში ჩააბრძანებენ, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე დახვდება.

აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები საქართველოს რეგიონებში ერთი წელი და 4-თვე იმოგზაურებს.

ეს მსვლელობა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საიუბილეო თარიღს – ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლისა და დაბადებიდან 80 წლისთავს უკავშირდება.

Facebook Comments
x

Check Also

გახარია პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა

დღეს, გიორგი გახარია საქართველოს პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა. პარლამენტთან “შეცვალეს”  წევრების აქცია მიმდინარეობა. -გვახსოვს ...