Home » მთავარი » ყოფილი „ლეიბორისტები“ „მემარცხენე ალიანსის“ მაჟორიტარ კანდიდატებად

ყოფილი „ლეიბორისტები“ „მემარცხენე ალიანსის“ მაჟორიტარ კანდიდატებად

“მემარცხენე ალიანსი” აგრძელებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელებას.

პარტიის ცენტრალურ ოფისში დღეს, პარტიის თავჯდომარე კახა ძაგანიამ საზოგადოებას თბილისის მაჟორიტარობის კიდევ რამდენიმე კანდიდატი წარუდგინა. ყოველი მათგანი „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერთა ყოფილი თანაგუნდელები, „ლეიბორისტული პარტიის“ ყოფილი წევრები არიან, რომელთაგან ზოგი მისი დამფუძნებელიც კი გახლავთ.

„მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარე კახა ძაგანიამ მაჟორიტარობის კანდიდატებად, როგორც მან აღნიშნა, მისი „ძველი თანამებრძოლები, ხალხისა და პრინციპების ერთგული ადამიანები“ დაასახელა: ფოთის #61 მაჟორიტარულ ოლქში – კონსტანტინე გუგუშვილი; რუსთავის #30 მაჟორიტარულ ოლქში – დავით ვერძეული; გარდაბნის #31 მაჟორიტარულ ოლქში – ლევან აბრამიშვილი; ლანჩხუთი-ჩოხატაურის #60 მაჟორიტარულ ოლქში – ლაშა ჯიბლაძე; საჩხერის #53 მაჟორიტარულ ოლქში – ზაზა ტაბატაძე.

ყოფილი „ლეიბორისტები“, რომელთაც დიდი ხანია დატოვეს „ლეიბორისტული პარტია“, „მემარცხენე ალიანსში“ განაგრძობენ აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას და კვლავ იმ ღირებულებებს ემსახურებიან, რისთვისაც წლების მანძილზე ერთგულად და შეუპოვრად იბრძოდნენ. დღეს ისინი „მემარცხენე ალიანსის“ მაჯორიტარობის კანდიდატებად არიან წარმოდგენილნი.

“2012 წელს მთელი საქართველო მოწმე გახდა, თუ როგორ დატოვა „ლეიბორისტული პარტია“ პარტიის მთელმა ბირთვმა. დღეს ჩვენ ისევ ერთად ვართ, ისევ იგივე პრინციპებით ვმოქმედებთ, ჩვენ არ დაგვიგროვებია მილიონები, ჩვენ არ აგვიშენებია სასახლეები საკუთარი ოჯახებისათვის, ჩვენ არ შეგვიტანია ჩვენი მეუღლეების ანგარიშებზე ვენის ბანკში მილიონები, ჩვენ ისევ ხალხთან ერთად ვართ, მათთან ერთად ვშრომობთ, დავრჩით ერთგულები იმ პრინციპების, რომელი პრინციპებითაც ვიბრძოდით და ვმოღვაწეობდით „ლეიბორისტულ პარტიაში“.

პატივცემულო ამომრჩეველო, თუ გინდათ, რომ თქვენმა რჩეულმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა იბრძოლოს თქვენი ინტერესების დასაცავად, თუ გინდათ, რომ მან იბრძოლოს პარლამენტში სოციალური თანასწორობისათვის ქვეყანაში, თუ გსურთ, რომ შეიქმნას სამუშაო ადგილები, რომ დენის ტარიფი არ იქნეს გაზრდილი, როგორც იზრდებოდა ამ წლების მანძილზე, რომ თქვენი შვილები არ იყვნენ გამოყრილები სასწავლებლებიდან, რომ პენსიონრებს ჰქონდეთ ღირსეული პენსია, თუ გინდათ, რომ უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზები არ განთავსდეს საქართველოს ტერიტორიაზე, მხარი დაუჭირეთ ჩვენს მიერ წარმოდგენილ დეპუტაციას და ეს ხალხი იბრძოლებს ამ ყველაფრისთვის საქართველოს უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში“ – განაცხადა „მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარე კახა ძაგანიამ.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

რაზე ისაუბრეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და საფრანგეთის თავდაცვის ატაშემ

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს უმასპინძლა. თავდაცვის ...