Home » მთავარი » ყურადღება! დედაქალაქის გარკვეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

ყურადღება! დედაქალაქის გარკვეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 14 ოქტომბერს 21:00 საათიდან დედაქალაქის გარკვეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ავტომანქანებისთვის მოძრაობა აიკრძალება ვარდების მოედანზე, კოტე აფხაზის ქუჩაზე გორგასლის მოედნიდან ჯვრის მამის ეკლესიამდე, ასევე, გორგასლის ქუჩაზე მეტეხის ხიდიდან ალიევის სკვერამდე. მოძრაობა ღვინის აღმართზე და მეტეხის ქუჩაზე შესაძლებელი იქნება მხოლოდ ვარდების მოედნამდე.

მოძრაობა სრულად დაიკეტება მარცხენა სანაპიროზე, ბარათაშვილის ხიდზე ამსვლელ პანდუსზე. ავტომანქანები, ასევე, ვერ იმოძრავებენ გორგასლის ქუჩიდან ლეღვთახევის მიმართულებით.

„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებზე დასწრების მსურველებს ავტომანქანების გაჩერება შეეძლებათ ევროპის მოედანზე, მიწისქვეშა ავტოსადგომზე, ავლაბრის მოედანზე და მიმდებარე ქუჩებზე.

გილოცავთ თბილისობას!

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ოპოზიციის შტაბი დიდ კარავში გადაინაცვლებს

ოპოზიციის შტაბი რუსთაველზე დადგმულ დიდ კარავში გადაინაცვლებს. ეს კარავი განკუთვნილი იქნება კონსულტაციებისთვის და მოლაპარაკებების გასამართად. ...