Home » მთავარი » ყურადღება! დღეს თბილისის რამდენიმე ქუჩას გაზის მიწოდება შეუწყდება

ყურადღება! დღეს თბილისის რამდენიმე ქუჩას გაზის მიწოდება შეუწყდება

“ყაზტრანსგაზ-თბილისის” ცნობით, დღეს ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით მთაწმინდის რაიონის ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება. 10:00 საათიდან, გაზმომარაგება შეუწყდება მთაწმინდის რაიონში, მტკვრის ქუჩა №3, №4, №6-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ორბელიანის და ათონელის ქუჩების, ტელეგრაფის III და IV ჩიხის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს. გაზმომარაგება ასევე შეუწყდება ათონელის ქუჩა №9-ში მდებარე გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრს, ვეკუას ქუჩა №3-ში მდებარე სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსს“, საქართველოს ვაჭრობის ცენტრს და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს.

გაზის მიწოდება 16:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.

11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ნუცუბიძის რაიონში, ვაჟა-ფშაველას I კვარტლის №19-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას. გაზის მიწოდება აღდგება 17:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.

13:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება გლდანის IV მიკრორაიონის №104-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 15:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.

Facebook Comments
x

Check Also

შალვა ნათელაშვილი – ოცი წელია, მანდატის გარეშე კისერს ვუგრეხ ყველა ჯურის ხელისუფლებას, ახალი არჩევნები თუ არ იქნება, რევოლუცია გარდაუვალია

ოცი წელია, მანდატის გარეშე კისერს ვუგრეხ ყველა ჯურის ხელისუფლებას და ეს იქნება მესამე, რომელსაც მანდატის ...