Home » მთავარი » ყურადღება! ნუ ვიქნებით სხვის იმედად! გელოდებით სარეფერენდუმო კომისიის სხდომაზე!

ყურადღება! ნუ ვიქნებით სხვის იმედად! გელოდებით სარეფერენდუმო კომისიის სხდომაზე!

“მემარცხენე ალიანსი” საგანგებო განცხადებას ავრცელებს:
ყურადღება! ყურადღება! ყურადღება!
ორშაბათს, 22 მაისს 13.30 საათზე ცენტრალური საარჩევნო კომისია გამართავს საგანგებო სხდომას და განიხილავს სარეფერენგუმოდ წარდგენილ საკითხს, რომელიც შეეხება ქართული მიწების უცხოელებზე გასხვისების აკრძალვას.
ორშაბათს გადაწყდება ნამდვილად არის თუ არა ხალხი ხელისუფლების წყარო, ნამდვილად იღებს თუ არა ხალხი მონაწილეობას სახელმწიფოს მშენებლობა-განვითარებაში. როგორც ყოველთვის თვითოეული თქგვენგანის უშუალო ჩართულობა აუცილებელია, რათა სარეფერენდუმო კომისიაზე მოვახდინოთ მძლავრი პოლიტიკური ზეწოლა.
ნუ ვიქნებით სხვის იმედად, ჩვენ თვითონ გამოვჭედოთ ჩვენი შვილების მომავალი! მოვუწოდებთ ყველას, ვისაც შერჩენილი აქვს ეროვნული ძარღვი და მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება, მობრძანდით, გელოდებით სარეფერენდუმო კომისიის სხდომაზე, რათა ჩვენი პირდაპირი მონაწილეობით დავიცვათ საქართველო ფინანსური ოკუპაციისგან.
პოლიტიკური შეხედულების, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიური მრწამსისა და სხვა განსხვავებების მიუხედავად სამშობლო გვაქვს ერთი და ის ჩვენი დასაცავია! პატივისცემით სარეფერენდუმო საკითხის ინიციატორი პოლიტიკური გაერთიანება “მემარცხენე ალიანსი”

Facebook Comments
x

Check Also

ყველას ვალია გამოვიყენოთ ნებისმიერი ტრიბუნა ვაჟა ექიმის გასათავისუფლებლად

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანისა და დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქართული მხარე ...