Home » მთავარი » ყურადღება! როგორ მოხდება ხმაურის შესახებ კანონის დამრღვევთა დაჯარიმება

ყურადღება! როგორ მოხდება ხმაურის შესახებ კანონის დამრღვევთა დაჯარიმება

15 აგვისტოდან დღისა და ღამის საათებში ხმაურის დასაშვებ ნორმებზე გადაჭარბება იკრძალება. დღისა და ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი-საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება გამოიწვევს ფიზიკური ან იურიდიული პირის გაფრთხილებას, ხოლო შემდეგ შემთხვევაში კანონდარღვევა ჯარიმით განისაზღვრება: ფიზიკურ პირზე – 150, ხოლო იურიდიულ პირზე 500 ლარი. შემთხვევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმა გაორმაგდება.

საპატრულო პოლიციაში დღეს განმარტება გააკეთეს, თუ როგორ მოახდენენ რეაგირებას ხმაურის კანონის დარღვევაზე. როგორც ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ გრიგოლ შაბურიშვილმა განუცხადა, გამოძახებაზე ის საპატრულო ეკიპაჟი გავა, რომელიც შესაბამისი ხელსაწყოთი იქნება აღჭურვილი.

“ხმაურმზომის სპეციალური აპარატურით საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იქნებიან აღჭურვილი. შესაბამისად, გამოძახების შემთხვევაში მიიტანენ ადგილზე და მოხდება ადგილზე ხმაურის გაზომვა, დაფიქსირდება, არის თუ არა სამართალდარღვევა. პირველი შემთხვევა აკუსტიკური ხმაურის შემთხვევაში გაფრთხილებაა, ეს ეხება როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირს. ერთი წლის განმავლობაში გამეორების შემთხვევაში აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენა უკვე ითვალისწინებს სანქციებს ფიზიკური პირისთვის 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისთვის 500 ლარიან ჯარიმას. ამ სამართალდარღვევისთვის სახდელდადებული პირი თუ აღნიშნულ ქმედებას გაიმეორებს სახდელდადების პერიოდში, უკვე საჯარიმო სანქციები გაორმაგდება და შესაბამისად 300 ლარიანი და 1000 ლარიანი საჯარიმო სანქცია გახდება”, – განაცხადა შამგორიშვილმა.

საპატრულო პოლიციის ინფორმაციით, ღამე პიროტექნიკის გამოყენების დროს გაზომვა არ არის საჭირო და პირი მაშინვე ჯარიმდება. ამასთან გრიგოლ შაბურიშვილის განცხადებით, ისეთი ხმაური, როგორიც არის საავტომობილო, სარკინიგზო, საჰაერო და საზღვაო ინფრასტრუქტურით გამოწვეული ხმაური სამართალდარღვევად არ ითვლება. სამართალდაღვევად არ ითვლება ასევე შეკრებისა და მანიფესტაციების დროს წარმოქმნილი ხმაური და დღის განმავლობაში სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების ხმაური. ასევე ნებისმიერი მიმდინარე სპორტული და კულტურული ღონისძიებები, რომელიც თვითმმართველი ერთეულის სანქციით და ნებართვით მიმდინარეობს.

Facebook Comments
x

Check Also

საგარეო უწყება შეშფოთებას გამოთქვამს

საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები კიდევ უფრო ამწვავებს უსაფრთხოების გარემოს და ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას ...