Home » მთავარი » ყურადღება! სიახლე ელექტრომობილების მფლობელთათვის

ყურადღება! სიახლე ელექტრომობილების მფლობელთათვის

თბილისის მერია ელექტრომობილების მფლობელებს პარკირების საფასურის გადახდისგან გათავისუფლებას სთავაზობს.

სურვილის შემთხვევაში, ელექტროძრავიანი ავტომობილების მესაკუთრეებმა განცხადებით ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს უნდა მიმართონ და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ქსეროასლები წარმოადგინონ.

დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სამსახური მონაცემებს „სი-ტიპარკს“ გადასცემს. ამის შემდეგ ელექტრომობილების მფლობელებს პარკირების საფასურის გადახდა აღარ მოუწევთ.

თბილისის საკრებულოს დადგენილებით მიღებული პარკირების ახალი წესი პირველი იანვრიდან შევიდა ძალაში.

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

„ზოგი ჭირიც მარგებელიაო, მეც დავფიქრდი და ბევრი მაქვს მოსაყოლი…გარეთ კი ვირუსი ბატონობს…“

ბლოგი ირაკლი შამათავა მწერალი დილის შვიდის თერთმეტი წუთია… გამომეღვიძა. სიმართლე გითხრათ, ამდენი არასდროს მძინებია. ერთხელ ...