Home » მთავარი » შაბათი ერთობის, სიკეთის და თანადგომის დღე იქნება

შაბათი ერთობის, სიკეთის და თანადგომის დღე იქნება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ შაბათი ერთობისა და თანადგომის დღედ გამოაცხადა. როგორც პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში წირვის შემდეგ ქადაგებისას განაცხადა, ამ დღეს, დილის 10.00 საათიდან 15:00 საათამდე დრო მრევლმა სიკეთისთვის უნდა გამოიყენოს.

”ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, რა უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველოში მშვიდობა სუფევდეს. ჩვენ არ უნდა მოვიქცეთ ისე, რომ ადამიანთა შორის იყოს კონფლიქტი. ადამიანთა შორის უნდა იყოს მშვიდობა.

ჯერ გადავწყვიტეთ ასეთი დღე ყოფილიყო ხუთშაბათი, მაგრამ ეს შეიცვალა, რადგან ხუთშაბათი სამუშაო დღეა და ხალხი სამუშაოს არ უნდა მოვწყვიტოთ. ამიტომ შაბათ დღეს გადავიტანეთ. ამ დღეს დილის 10.00 საათზე დაიწყება შეკრება, 12.00 საათზე იქნება სამადლობელი პარაკლისი, შემდეგ ისევ თანადგომა, საუბრები და საქმიანობა ადამიანთა შორის – 15:00 საათამდე” – განაცხადა ილია მეორემ.

Facebook Comments
x

Check Also

“გავაგონოთ ივანიშვილს და მის პრეზიდენტს ხალხის პროტესტი!..”-აქცია ათონელზე

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის პარალელურად ათონელზე, პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია მიმდინარეობს. ზაალ უდუმაშვილის თქმით, რეზიდენციასთან აქცია ...