Home » მთავარი » „შავი სია“ – ვის დაითხოვენ მცხეთაში სამსახურიდან?!.

„შავი სია“ – ვის დაითხოვენ მცხეთაში სამსახურიდან?!.

გავრცელებული ინფორმაციით, მცხეთაში სიტუაცია დაიძაბა, უკმაყოფილებაა “ქართული ოცნების” შტაბშიც, საზოგადოებაც აქტიურად საუბრობს არჩევნების მეორე ტურზე და არც იმას მალავენ, რომ “ოცნების” კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე აღშფოთებას ვერ მალავს.

  კამათი ქართული ოცნების  შტაბში ,  პარტიის უკმაყოფილო ხელმძღვანელები და  „შავი სია“ – ვის  დაითხოვენ  მცხეთაში სამსახურიდან…

არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ცნობილი გახდა რომ ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილმა ბანკმა „ქართუმ“ ქართულ ოცნებას მილიონი ლარი ასესხა.

წინასწარი ინფორმაციით, “ქართუს“ მიერ ქართული ოცნებისათვის ნასესხები მილიონიდან 700 ათას ლარი  დიმიტრი ხუნდაძემ დახარჯა.  იმ იმედით რომ მაჟორიტარული ხაზით, არჩევნებში დაპირებულ 60 პროცენტს მიიღებდა.  საგულისხმოა  ის ფაქტი, რომ  არც ერთ ოლქში, არც ერთ კანდიდატს ისეთი მასშტაბის რესურსი (ფინანსური, ადმინისტრაციული…) არ გამოუყენებია, რამდენიც დიმიტრი  ხუნდაძემ  მცხეთაში.

ქართული  ოცნების  შტაბში  უკმაყოფილება  სწორედ  ამ ფაქტს მოჰყოლია – ამდენი ფინანსური  და ადმიანისტრაციული ხარჯების  გახარჯვის  შემდეგ,  ამდენი სიცრუისა და დემაგოგიის  შემდეგ, ხუნდაძემ  არჩევნები  ვერ მოიგო.    ქართული ოცნების  შტაბთან დაახლოებული პირები  ყვებიან, რომ  ის  მეთოდები, რომელსაც  ხუნდაძე  არჩევნებისთვის  იყენებდა  „ოცნების“  ყველა ლიდერისათვის  და   წევრებისთვის მიუღებელია.  ქართული ოცნების ხელმძღვანელთა ერთი ნაწილი თვლის, რომ თუ ცეზარ ჩოჩელი პარლამენტში შევიდა, ეს, პირველ რიგში, მცხეთას წაადგება და „ხელისუფლებისთვის ტრაგედია არ იქნება, ხუნდაძე რომ მეორე ტურში დამარცხდეს“ მითუმეტეს  პროპორციული სიით  უკვე  პარლამენტის  წევრია!

ჩვენთვის  ასევე  ცნობილი ხდება რომ  მცხეთაში სამსახურიდან ტოტალური გათავისუფლებები დაიწყო.  არსებობს  საკმაოდ ვრცელი სია იმ პირებისა და მათი ოჯახის  წევრების,  ვინც  ცეზარ ჩოჩელის  მხარდამჭერ შეხვედრებზე  დადიოდა  და   ვინც  დიმიტრი ხუნდაძის მისამართით უკმაყოფილო , ხმამაღალი ერთი სიტყვა მაინც თქვა.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“ევროპული საქართველო” დიდუბე-ჩუღურეთში მხარს ზურა ჯაფარიძეს დაუჭერს

“გირჩის” ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე არჩევნებზე კენჭს დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე არჩევნებზე ...