Home » პოლიტიკა » შალვა ნათელაშვილი – ოპოზიციურ გაერთიანებას არ სჭირდება ლიდერი, მათ შორის არც მიხეილ სააკაშვილის სახით, ჩვენ არ ვართ ცხვრები და ყოჩი არ გვჭირდება

შალვა ნათელაშვილი – ოპოზიციურ გაერთიანებას არ სჭირდება ლიდერი, მათ შორის არც მიხეილ სააკაშვილის სახით, ჩვენ არ ვართ ცხვრები და ყოჩი არ გვჭირდება

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა  ნათელაშვილის შეფასებით, ოპოზიციონერთა ნაწილი წამოეგო პიარს, რომ მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციაში გარკვეულ საკითხებს წყვეტს.

მისივე თქმით, ოპოზიციურ გაერთიანებას არ სჭირდება ლიდერი, მათ შორის არც მიხეილ სააკაშვილის სახით.

„ის ზღაპრები, რომ ბოკერია მმართავს, სააკაშვილის მმართავს, პირიქით რადიკალურ გადაწყვეტილებებს ძალიან ხშირად ჩვენ ვახვევთ თავზე ჩვენს კოლეგებს. ჩვენი კოლეგები გაუცნობიერებლად წამოგებული არიან ამ სახელისუფლებო პიარს, რომ აი, სააკშვილის წყვეტს ვითომ რაღაცას. შეიძლება, ვიღაცამ ეს გამოიყენოს არასწორი პიარის გასავითარებლად, რომ აი, ხედავთ, ის წყვეტს და იქ წავიდა ოპოზიცია მოსალაპარაკებლად. მაგის არავითარი საჭიროება არ ყოფილა. საერთო ოპოზიციური სტრატეგიის პრობლემას სააკაშვილი ვერ გადაწყვეტს. ეს რომ სდომოდა ოპოზიციას, არავის არაფერი პრობლემა არ ჰქონდა, მაშინ მოიწვევდნენ მიხეილ სააკაშვილს ლიდერად. რამდენია ლიდერია, უცხოეთში მოღვაწეობს და თავის ქვეყანაში პროცესებს ხელმძღვანელობს, ხომ ? არ დამდგარა ასეთი საჭიროება. არ ვართ ჩვენ ცხვრები და არ გვჭირდება ყოჩი. ყველა ვართ საქართველოს რიგითი ჯარისკაცები. არ გვჭირდება მთავარსარდლები, არ გვჭირდება კერპები და არ გვჭირდება თაყვანისცემის ობიექტები, ჩვენი თაყვანისცემის ობიექტი არის ჩვენი დიდი ხალხი, ჩვენ გმირი ხალხი, გელათი, ვარძია და წინაპართა დატოვებული საქმეები“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

x

Check Also

შალვა ნათელაშვილი – მართლა სამგლე გოჭებივით თუ ატყდებიან და უარს იტყვიან ახალ საპარლამენტო არჩევნებზე, ამას მოჰყვება ისეთი სანქციები, შეიძლება, ორი ქათამი აღარ დარჩეთ ეზოში

გაზაფხულს დაემთხვა მართლაც შესანიშნავი სიახლე და გაჩნდა იმედები, რომ კრიზისი გადაილახება ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით, ...