Home » პოლიტიკა » შალვა ნათელაშვილი – 2024 წელს ან ვირი მოკვდება, ან ვირის პატრონი

შალვა ნათელაშვილი – 2024 წელს ან ვირი მოკვდება, ან ვირის პატრონი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან მოლაპარაკება მხოლოდ ახალი არჩევნების თარიღზე შეიძლება გაიმართოს.

მისივე თქმით, თუ ოპოზიციონერი დეპუტატები მანდატებს არ შეიწყვეტენ, სწორედ ეს შეუქმნის პრობლემას მოლაპარაკებას.

„მოლაპარაკება შეიძლება, გაიმართოს ერთადერთ საკითხზე, ახალი არჩევნების თარიღი, განახლებული საარჩევნო კანონმდებლობით ჟვანიას გარეშე. მანდატები რომ არ შევიწყვიტოთ, მერე შეექნება მოლაპარაკებებს პრობლემა, მერე გვეტყვიან, პარლამენტი შედგა, მანდატები არ შეიწყვიტეთ, რა გინდათ ახლა? 2024 წელი მოვა, ან ვირი მოკვდება ან ვირის პატრონი, ამასობაში ქვეყანა დაიცლება. მერე იქნება სწორედ უაზრობა მოლაპარაკება. გამოყენებული იქნება პოლიტიკური ბრძოლის ყველა დასაშვები საშუალება მასობრივი სახალხო მოძრაობის სახით ჩვენი ქვეყნის ყველა ქუჩაზე, ყველა სოფელსა და ქალაქში, რა თქმა უნდა, დიდი საერთაშორისო მობილიზაცია ჩვენი მეგობრებისა. მინდა, კიდევ ერთხელ დიდი კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ვაშინგტონში დამთავრდა კუშნერ ტრამპის ეპოქა, რომლებსაც პუტინის ფულით აფინანსებდა ბიძინა ივანიშვილი“, – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

x

Check Also

შალვა ნათელაშვილი – მართლა სამგლე გოჭებივით თუ ატყდებიან და უარს იტყვიან ახალ საპარლამენტო არჩევნებზე, ამას მოჰყვება ისეთი სანქციები, შეიძლება, ორი ქათამი აღარ დარჩეთ ეზოში

გაზაფხულს დაემთხვა მართლაც შესანიშნავი სიახლე და გაჩნდა იმედები, რომ კრიზისი გადაილახება ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით, ...